ქალაქის მხატვრული სახეები ლია სტურუას პოეზიაში

ლია სტურუა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტია. მისი შემოქმედების ყველა ეტაპზე ვლინდება ინტერესი ურბანული სივრცის მიმართ. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ, ლია სტურუას პოეზიაში რა სახე- ხატებით არის წარმოდგენილი ურბანული სივრცე, რა საკითხებს უკავშირდება და რა თავისებურებები გამოარჩევს მას.

საკვანძო სიტყვები: ურბანული სივრცე, ლია სტურუა, მხატვრული სახეები

 
 
 
 

ირმის მითოლოგემა და მითისქმნადობა ვაჟა-ფშაველას პროზაში

 

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ირმის მითოლოგემა და სიმბოლიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მწერლის ლიტერატურულ პარადიგმას, რადგან ხშირად და სხვადასხვა ფუნქციით იყენებს მას ავტორი.

 

საკვანძო სიტყვები: ირმის მითოლოგემა, მითისქმნადობა, ვაჟა-ფშაველას პროზა

 
 
 
 

ევაგრე პონტოელის სწავლათა წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანები

სტატიაში განხილული და იდენტიფიცირებულია ევაგრე პონტოელის (IV ს.) შრომათა წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანები. ევაგრე მონაზონი, ცნობილი ორიგენისტი და V მსოფლიო საეკლესიო კრების (553 წ.) მიერ განკვეთილი, ბერძნულ ენაზე მრავალი ასკეტური ნაშრომის ავტორია. მისი შრომების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში სხვა საეკლესიო მწერალთა სახელით გავრცელდა, ზოგიერთის ორიგინალი კი საერთოდ დაიკარგა, ისინი მხოლოდ თარგმანებმა შემოინახა. ევაგრეს შეგონებები ქართულ ენაზე ფრაგმენტულად ადრევე გახდა ცნობილი (წინაათონურ პერიოდში), თუმცა ირკვევა, რომ მისი მრავალი თხზულება ექვთიმე ათონელსაც უთარგმნია წმ. ბასილი დიდისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელით.

საკვანძო სიტყვები: ევაგრე პონტოელი, ექვთიმე ათონელი, ბასილი დიდი, მაქსიმე აღმსარებელი