თათია სიბაშვილი

თათია სიბაშვილმა 2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ინგლისური ლიტერატურის მიმართულებით და მიენიჭა ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის წოდება. ამჟამად იგი არის ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
თათია სიბაშვილი სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციაში.
თათია მონაწილე იყო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტისა: „ჯეიმზ ჯოისის თარგმნისა და კვლევის ისტორია საქართველოში.“ გამოქვეყნებული აქვს სტატიები ჯეიმზ ჯოისის, შექსპირის, სარა კეინისა და 90-იანი წლების დრამატურგიის შესახებ.
თათია სიბაშვილის სადოქტორო ნაშრომი შეეხება სარა კეინის და 90-იანი წლების ბრიტანულ დრამატურგიას.

ელ-ფოსტა: sibashvilitati@gmail.com