მზისა ბუსკივაძე

მზისა ბუსკივაძე დაიბადა 1980 წლის 5 დეკემბერს. დაამთავრა თერჯოლის N 1 საშუალო სკოლა. 1999 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდეობის ფაკულტეტზე (თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით). უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ იზმირის 9 სექტემბრის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2007 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2020 წლიდან არის თურქოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი. მზისა ბუსკივაძე აქტიურადაა დაკავებული როგორც პედაგოგიური, ისე – სამეცნიერო საქმიანობით. მის კვლევის სფეროს წარმოადგენს თურქული ლიტერატურის ისტორია და ფოლკლორი. მუდმივად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თურქეთის მეცნიერებათა აკადემიისა საგრანტო კონკურსების გამარჯვებული.

ელ-ფოსტა: mzisa.buskivadze@tsu.ge