მაია ტალახაძე

1996 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სპარსული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე. 1998 წელს სტუდენტური სტიპენდიის ფარგლებში იმყოფებოდა თეირანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ბაკალავრიატის სრული კურსი და სწავლა განაგრძო მაგისტრატურაში. 2002 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2019 წელს ჩაირიცხა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. კვლევის სფეროს წარმოადგენს თანამედროვე სპარსული ლიტერატურა.

ელ-ფოსტა: maiatalakhadze@yahoo.com