ნანი გელოვანი

ნანი გელოვანი არის აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი თემატიკაა: თბილისის მუსლიმური თემი, ისლამი და გენდერი. არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის ავტორი. 2022 წელს ნანი გელოვანი ირანის ისლამური რესპუბლიკის წლის წიგნის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა მონოგრაფიისათვის - თბილისის მუსლიმური თემი (1801-1917).

ელ-ფოსტა: nani.gelovani@tsu.ge