ანა ახობაძე

ანა ახობაძემ 2017 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატის პროგრამა, ხოლო 2019 წელს – ამავე უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად სწავლობს ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. სწავლების სამივე საფეხურზე ანა ახობაძის საკვლევი თემა იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი შემოქმედებისა და ეპისტოლური მემკვიდრეობის სხვადასხვა რაკურსით წარმოჩენა.

ელ-ფოსტა: ana.akhobadze@gmail.com