თეა ქარჩავა; თეა წითლანაძე

თეა ქარჩავა ისტორიის დოქტორი (PhD 2002 წ.) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია მედიევისტიკის მიმართულებით. მისი აკადემიური ინტერესისა და კვლევის სფერო მოიცავს რენესანსისა და რეფორმაციის პერიოდში რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების, საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის, ასევე - დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობების (აქცენტებით - დიპლომატია, მოგზაურობა და სავაჭრო კომუნიკაცია) თემატიკას. იგი არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

თეა წითლანაძე 2012 წლიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „აბატი სიუჟე – XII საუკუნის საფრანგეთის დიდი სახელმწიფო მოღვაწე და მემატიანე“. არის რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და 40-ზე მეტი სამეცენიერო ნაშრომის ავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება ქართულ-ევროპული ურთიერთობების, საქართველო-ჯვაროსნებისა და დასავლეთ ევროპულ წყაროებში საქართველოს შესახებ ცნობების კვლევა.

ელ-ფოსტა: tea.karchava@tsu.ge; tea.tsitlanadze@tsu.ge