ნინო მანწკავა

ნინო მანწკავა დაიბადა 1996 წელს. 2014 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ქართული ფილოლოგიის მიმართულება), რომელიც დაამთავრა 2018 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2020 წელს კი მიენიჭა განათლების მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2020 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.

ელ-ფოსტა: nino.mantskava010@hum.tsu.edu.ge