მარიამი რაზმაძე

მარიამ რაზმაძემ 2017 წელს მოიპოვა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით.
ამავე წელს სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე ინგლისური ლიტერატურის მიმართულებით. სწავლის პერიოდში მიიღო თსუ საუნივერსიტეტო დაფინანსება (2017-2019); ამავე წლებში იყო თბილისის მერიის სტიპენდიანტი; 2018 წელს მოიპოვა ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია. 2019 წელს მიიღო წარჩინების დიპლომი და მიენიჭა ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2019 წლიდან დღემდე სწავლობს ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურზე. მარიამ რაზმაძე სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციაში. მისი სადოქტორო ნაშრომის თემაა პოსტკოლონიალიზმი სალმან რუშდის შემოქმედებაში. ის ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

ელ-ფოსტა: maria.razmadze29@gmail.com