ბელა შავხელიშვილი

ბელა შავხელიშვილი დაიბადა 1950 წელს. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია “ნათესაობის აღმნიშვნელი ტერმინები ნახურ ენებში” და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის 90- მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ინსტიტუტში მიწვეულ პროფესორად. თანამშრომლობს მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტთან – ასწავლის ჩეჩნურ ენას (Online).
სამეცნიერო ინტერესების სფერო: წოვა-თუშური (ბაცბური), ჩეჩნური და ინგუშური ენების ლინგვო-კულტუროლოგიური კვლევა, რუსულ-ქართულ-ვაინახური ლინგვისტური ურთიერთობების შესწავლა.

ელ-ფოსტა: belashav@yahoo.com