ქრისტინე დარჩია
ქრისტინე დარჩიამ 2003 წელს დაამთავრა აპ. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით. ამჟამად სწავლობს სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დოქტორანტურის განყოფილებაზე. 2006 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (ქართული ხელოვნების ისტორია, მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული მოდერნიზმი). ქ. დარჩია მუშაობს მოდერნისტული და საბჭოთა ეპოქის სახვით ხელოვნებაზე, მონაწილეობს კონფერენციებში და თანამშრომლობს სამეცნიერო ჟურნალებთან; არის ავტორი და შემდგენელი ორენოვანი (ქართული, ინგლისური) ილუსტრირებული გამოცემისა „პეიზაჟი ქართულ მხატვრობაში“ და ავტორი ორენოვანი (ქართული, ინგლისური) წიგნისა „ემა ლალაევა-ედიბერიძე“ (2018).