ნანა გაფრინდაშვილი

ნანა გაფრინდაშვილი დაიბადა 1958 წელს. სწავლობდა ბელორუსიის
სახელწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტებში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1985 წელს დაიცვა
საკანდიდატო დისერტაცია („ქართულ-ბელორუსული ლიტერატურული
ურთიერთობები XX საუკუნის 60-80-იან წლებში“) და მიენიჭა
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო
1993 წელს – სადოქტორო დისერტაცია („უცხოეროვნული
ლიტერატურისა და სამყაროს აღქმის თავისებურებანი – ისტორიულ-
შედარებითი კვლევა“) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს ნანა გაფრინდაშვილს
მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. იგი არის 6
მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოსა და 100-ზე მეტი სამეცნიერო
ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტზე პროფესორად.

ელ-ფოსტა: nana.gaprindashvili@tsu.ge