დიანა კაკაშვილი
დიანა კაკაშვილმა 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი კავკასიოლოგიის სპეციალობით, 2011 წელს კი ‒ ამავე მიმართულების მაგისტრატურა. 2015 წლიდან არის ფილოლოგიის (ქვედარგი იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება) პროგრამის დოქტორანტი. მის საკვლევ თემას წარმოადგენს „სიტყვაწარმოება წოვათუშურ ენაში“. ამჟამად მუშაობს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებაში მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, აგრეთვე, გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტში (გერმანია) მკვლევარ-ასისტენტად. სისტემატურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. იგი არის „წოვათუშურ-ქართული ლექსიკონის“ ახალი, შევსებული რედაქციის შემდგენელი, რომელსაც დართული აქვს ლინგვისტური კომენტარები და საძიებელი. აგრეთვე, თანაავტორი მონოგრაფიისა „არსებით სახელთა კომპოზიტური წარმოება კავკასიურ ენებში (შედარებით-შეპირისპირებითი ანალიზი)“.
ელ-ფოსტა: