ეკა ნარსია

ეკა ნარსია არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის (გერმანული ფილოლოგია) დოქტორანტი. მისი საკვლევი თემაა საბანკო კომუნიკაციის ენა და გერმანულ-ქართული ტექსტის სახეობების შეპირისპირებითი ანალიზი. 2007 წლიდან ეკა ნარსია დასაქმებულია გერმანული ენის მასწავლებლად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრში. ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია.

ელ-ფოსტა: ekanarsia@yahoo.de