მაია ხაჩიძე

დაიბადა 1974 წ. 1991-96წწ. სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1993-96 წწ. ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე. 1997-2000წწ. სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურის განყოფილებაში.
2001 წ. თემისათვის ’’ილია ჭავჭავაძის პროზის პერსონჟების ტრანსფორმაციის პრობლემა’’ მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
2002 წლიდან მუშაობს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პედაგოგად. 2006 წ. არჩეულ იქნა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად. არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
2002-2011წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ელ-ფოსტა: khachidzemaia@gmail.com