დარეჯან თვალთვაძე
დარეჯან თვალთვაძე დაიბადა 1958 წელს. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ("ეფრემ მცირე - ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის კომენტატორი") და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის 1 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოსა და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: ძველი ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ახალი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტისა და ენის საკითხები, შუა საუკუნეების ძველი ქართული თარგმანები, ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობები.