გრძელი ხმოვნები აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტში

შესავალი: აზერბაიჯანული  სალიტერატურო ენის ფონემატური სისტემა და ამ ენის დიალექტთა ფონემატური სისტემები, როგორც წესი, ერთმანეთისაგან განსხვავებულ სურათს იძლევა. ეს განსხვავებანი სამეტყველო ბგერებში (ხმოვნები და თანხმოვნები), დიფთონგებში, სინჰარმონიზმის კანონში, მარცვალსა და სხვა ფონეტიკურ მოვლენებსა და კანონებში ვლინდება. 

ჩვენი კვლევის ობიექტია აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახური დიალექტის ფონეტიკური პროცესები და ფონეტიკური განსხვავების გამოვლენა სალიტერატურო ენასთან მიმართებით. ზოგადად, აზერბაიჯანული ენის დიალექტები ოთხ ჯგუფად იყოფა. ეს დაყოფა ემთხვევა ამ დიალექტთა გავრცელების გეოგრაფიულ არეალებს. ესენია: აღმოსავლური, დასავლური, ჩრდილოური და სამხრეთული . თითოეულ ამ დიალექტს ახასიათებს თავისებური, განსაკუთრებული ფონეტიკური სახესხვაობები.  

საკვლევი მასალა მოვიძიეთ და გადავამოწმეთ რამდენიმე წყაროს დახმარებით:

1. ემპირიული მასალა ამოღებულია მარნეული TV-ის ინტერვიუებიდან (2015 წლიდან დღემდე).

2. აზერბაიჯანული ენის სასწავლო რესურსებიდან:

ა) აზერბაიჯანული ენის განმარტებითი ლექსიკონები, I-IV ტომები, ბაქო, 2006;

ბ) აზიზოვი ე., Azərbaycan dilinin tarixi dialektologiyası, ბაქო, 1999;

გ) ახუნდოვი აღ., Azərbaycan dilinin fonetikası, ბაქო, 1984;

დ) ბაირამოვი იბ., Azərbaycan dialektologiyası, ანკარა, 2022; 

ე) დემირჩიზადე აბ., Müasir Azərbaycan dili, Fonetika, I hissə, ბაქო, 2007;

ვ)  იუსიფოვი მ., Azərbaycan dili fonetikasının əsasları, ბაქო, 2012;

ზ) მამადლი მ.., Azərbaycan dialektologiyası, ბაქო, 2019; 

თ) შირალიევი მ., Azərbaycan dilinin qərb qrupu dialekt və şivələri, ბაქო, 1967; 

ი) შირალიევი მ., Azərbaycan dialektologiyasının əsasları, ბაქო, 2008

კ) ხალილი ა., Azərbaycanca-Gürcücə lüğət (აზერბაიჯანულ-ქართული ლექსიკონი),  ბაქო, 2015;

ლ) ჯალილოვი ფ., Azərbaycan dilinin səs quruluşu,  ბაქო, 1983;

 

3. 2014 წლიდან დღემდე ემპირიულ მასალას ვამუშავებთ ჩვენ მიერ ჩაწერილი ინტერვიუების საფუძველზე. ინტერვიუებში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმომავლობის რესპონდენტი. რესპოდენტთა ასაკი მერყეობს 20 წლიდან 80 წლამდე. ისინი მეტყველებენ აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტზე. 

საველე სამუშაოები ვაწარმოეთ შემდეგი მიმართულებით:

•საქართველოს აზერბაიჯანულენოვან რესპონდენტთა ყოველდღიურ მეტყველებაზე დაკვირვებით;

•სხვადასხვა ტიპის კითხვარების საშუალებით;

• სხვადასხვა დავალების საშუალებით (სტუდენტების მიერ დიალექტიზმების შეგროვება, წარმოთქმულ სიტყვებზე დაკვირვება);

•მოკლე ინტერვიუების გზით. 

თანამედროვე აზერბაიჯანული ენის დიალექტოლოგიისათვის ყველა დიალექტური ჯგუფის ცალ-ცალკე შესწავლა და განსხვავებათა დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. სტატია მიზნად ისახავს, მკითხველს გააცნოს აზერბაიჯანული ენის დასავლური დიალექტის, კერძოდ, ყაზახური დიალექტის, ფონეტიკური თავისებურებანი გრძელი ხმოვნების ანალიზის საშუალებით.  

მსჯელობა: გრძელი ხმოვნები დამახასიათებელია თურქული ენებისათვის. ცნობილია, რომ გრძელი ხმოვნები არსებობდა ჯერ კიდევ ძველთურქულ ენაში (დადასტურებულია ორხონისა-ენისეის ძეგლთა ენაში). მაჰმუდ ქაშგარელის „თურქული ენის  ლექსიკონში“ (“Divanü Lüğat-it-Türk”) (1072-1074)2 , თანმიმდევრულად მოცემულია დიფერენცირებული გრძელი და მოკლე ხმოვნები [Поливанов, 1957:151]. გრძელი ხმოვნები შენარჩუნებულია თანამედროვე თურქმენულ, იაკუტურ, ყირგიზულ, ალთაურ, ტუვურ, ხაკასურ, შორულ ენებსა და უზბეკური და თათრული ენების რამდენიმე თქმაში, ასევე – თურქული ენის ზოგიერთ ანატოლიურ დიალექტში (უშაქი, ქუთაჰია, დინარი, დენიზლი, თავასი, აიდინი, ყარსი) [Korkmaz, 1953:199-200]. „მაგრამ ყველაზე ნათლად ხმოვანთა ნამდვილი სიგრძე თავს იჩენს თურქმენულ ენასა და იაკუტური ენის ერთმარცვლიან სიტყვებში“ [Рясянен, 1955:61].

თანამედროვე სალიტერატურო აზერბაიჯანულ ენაში 9 ხმოვანია: a, Ƨ (ı), u, ӓ (ə), i, ö, ü, e, o. ამ ხმოვნებს არ აქვთ გრძელი ვარიანტები. გ. ალექბერლისა და მ. დემირჩიზადეს აზრით, სალიტერტურო აზერბაიჯანულში გრძელი ხმოვნები გვხდება არაბული და სპარსული ენებიდან ნასესხებ სიტყვებში. ვინაიდან ამ სიტყვებში არის აზერბაიჯანული ენისათვის უცხო თანხმოვნები, კერძოდ, ყაინი და ჰამზა; შესაბამისად, სესხების დროს ეს თანხმოვნები იკარგება//ვარდება და წინა ხმოვანი გრძელდება, მაგ., ālim  - მეცნიერი, mras – მემკვიდრეობა, ǟla – შესანიშნავი, šbä  - განყოფილება, lan  - განცხადება [Алекберли, 1946:13-15; Кязимов, 1952:300].

წარმოშობის მიხედვით, აზერბაიჯანულ ენაში გვხდება პირველადი და მეორადი წარმოების გრძელი ხმოვნები. თანამედროვე აზერბაიჯანული ენისათვის პირველადი ხმოვნები არ არის დამახასიათებელი. აღ. ახუნდოვის აზრით: „მართალია, გრძელი ხმოვნები გვხდება ნასესხებ სიტყვებში და ასევე რამდენიმე აზერბაიჯანულ სიტყვაში, მაგრამ თავს არ იჩენს იგი როგორც დამოუკიდებელი ფონემა. თურქულ ენათა ოჯახში შემავალი ზოგიერთი ენისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ ენას არ გაჩნია საერთო თურქული წარმოშობის გრძელი ხმოვნები“  [Axundov, 1984:19-20].

ჩვენ მიერ მოპოვებული ემპირიული მასალიდან ჩანს, რომ აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტში გრძელი ხმოვნები ფართოდ იხმარება და ყველა ხმოვანს, გარდა Ƨ ხმოვნისა, გააჩნია თავისი გრძელი ვარიანტი. აქედან გამომდინარე, გვხვდება 8 გრძელი ხმოვანი. ესენია: ā, ū, ǟ, ', ', ṻ, ', ō. 

მ. შირალიევის  აზრით, „გრძელი ხმოვნები ფართოდ იხმარება აზერბაიჯანული ენის სხვა დიალექტებშიც“   [Şirəliyev, 1967:22]. თუმცა, ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ,  გრძელ ხმოვნებთან დაკავშირებით,  წერს აღ. ახუნდოვი: „სალიტერატურო ენისათვის არ არის დამახასიათებელი პირველადი გრძელი ხმოვნები, მაგრამ გვხდება აზერბაიჯანული ენის დიალექტებსა და თქმებში, ისიც ძალიან სუსტად და სულ რამდენიმე სიტყვაში“ [Axundov,1984:20].

გრძელი ხმოვნების შესახებ პირველად ნ. ი. აშმარინმა დაწერა თავის ნაშრომში „Общий обзор народных тюркских говоров гор. Нухи“. მისი აზრით, გრძელი ხმოვნები  თავდაპირველად გვხდება ნუხურ  თქმაში, მაგალითად: gārƧ(i) (ქალი), ārƧ(i) (ფუტკარი), sārƧ(i) (ყვითელი), jārƧ(i) (ნახევარი), bārƧ(i) (ღობე), mōrux (მაყვალი) [Məmmədli, 2019:47]. ვ. ჯანგიძის აზრით, ყაზახური დიალექტის დმანისის თქმაში პირველადი გრძელი ხმოვნები გვხვდება სიტყვებში: gāx - ჩირი, ārƧ - ფუტკარი, sārƧ - ყვითელი, nčä - რამდენი, čjl - ჭაობი, ōva - მინდორი, dōlu - სავსე, čl - მინდორი, g˜l - ტბა, drt - ოთხი, gāƔa - მამა, უფროსი ძმა, gārƧ - მოხუცი ქალი, dājƧ - ბიძა, āηrƧ - იქით [Джангидзе, 1965:13]. ასევე, ყუბის რაიონის ალფანის, ზიგიქის, მირზამამადქენდის თქმებში სიტყვა bjil (ტანის კონკრეტული ნაწილი), სოფელ ბირინჯის ნუგედის თქმაში არსებულ სიტყვებში: ōxur (axur) - ახორი, ბოსელი,  g˜ōmuš - კამეჩი, ārƧi - სუფთა, იგრიგის თქმაში - gādƧn - ქალი, ამ სიტყვებში გვხვდება პირველადი გრძელი ხმოვნები. 

აზერბაიჯანის,  ყაზახის რაიონის ზოგიერთ კილოკავში, სიტყვებში: dārƧ, pālƧt, ādƧ, gārƧ, ერაყულ-თურქმენულ თქმაში სიტყვებში: ālƧsƧz, ātiram, jdi, ktim, ndim (endim), ōtu (otur), g˜züm (g˜örük), g˜tdi იბ. ბაირამოვის აზრით, გვხდება პირველადი გრძელი ხმოვნები [Bayramov, 2022:51]. ჩვენ საკვლევ დიალექტში გვხვდება სიტყვები ōtu (otur) - დაჯექი, g˜tdi - წავიდა და ასევე ის სიტყვები, რაც ვ. ჯანგიძეს აქვს მითითებული: gāx - ჩირი, ārƧ - ფუტკარი, sārƧ - ყვითელი, nčӓ - რამდენი, čjl - ჭაობი, ōva - ბარი, dōlu - სავსე, čl - მინდორი, g˜l - ტბა, drt - ოთხი, gāƔa - მამა, უფროსი ძმა, gārƧ - მოხუცი ქალი, dājƧ - ბიძა, āηrƧ - იქით. ვენერა ჯანგიძის მოსაზრებას ერთმარცვლიანი სიტყვების გრძელი ხმოვნების შესახებ ვერ გავიზიარებთ, ვინაიდან ერთმარცვლიან სიტყვებში მახვილი მოდის ამ ხმოვნებზე და ეს სიგრძე შეიძლება იყოს მახვილით გამოწვეული და არა ფონეტიკური პროცესებით. გრძელი ხმოვნები არ არის წარმოდგენილი მახვილიან პოზიციაში. 

სინამდვილეში, მეორადი გრძელი ხმოვნების წარმოშობა ფონეტიკური მოვლენების შედეგად მიღებული ხმოვნებია. „მაგრამ განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: თუ მეორადი გაგრძელების პროცესის დროს შედეგი ნათლად ჩანს და შეგვიძლია მისი ახსნა, პირველადი გაგრძელების დროს ამ პროცესის შედეგის ახსნისას გვჭირდება ეტიმოლიგიური ანალიზი“ [Axundov, 1984:19-20]. აქედან გამომდინარე, მეორადი გრძელი ხმოვნები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე – პირველადი. აზერბაიჯანული ენის დასავლურ დიალექტში ხმოვნების დაგრძელების ერთ-ერთი მიზეზი არის ფონეტიკური პროცესების შედეგად მიღებული გრძელი ხმოვნები, მაგალითად, მეზობელი თანხმოვნების, კერძოდ, n, h, Ɣ, j, v რედუქცია [Aslanovi, 2023:7]. ე. აზიზოვი წერს: „შუა საუკუნეებში აზერბაიჯანული ენის თქმებში ხმოვნების მეორადი დაგრძელება ფართოდ იყო წარმოდგენილი. ამას ადასტურებს წერილობითი ძეგლები. თანამედროვე აზერბაიჯანული ენის დიალექტებში მეორადი გრძელი ხმოვნების წარმოქმნა დაკავშირებულია ბგერის რედუქციის პროცესთან“ [Əzizov, 1999:131]. 

წინამდებარე კვლევა ეყრდნობა ემპირიულ მასალას, რომელიც შედგენილია აზერბაიჯანული ენის დასავლური დიალექტის მატარებელთა სასაუბრო ტექსტების მიხედვით. ამ დიალექტის მაგალითებში გრძელი ხმოვნები არის ფონეტიკური პროცესების, კერძოდ, თანხმოვნების რედუქციის შედეგად მიღებული. განვიხილოთ ყველა გრძელი ხმოვანი ცალ-ცალკე.  

I. გრძელი ā გვაქვს n, Ɣ, h, j თანხმოვნების რედუქციის შედეგად მიღებული, რომლებიც გვხდება ინტერვოკალურ პოზიციაში:

1) n: mänä → mā - მე; manat → māt - მანათი; hansƧ → hāsƧ - რომელი;

2) Ɣ: ašaƔa → ašā - ქვევით; saƔlƧq → sālƧx - სადღეგრძელო; čaƔƧr → čār - დამიძახე;

3) h: daha → dā - კიდე; seg˜ah → seg˜ā - სეიგაჰი; 

4) ა) j-ს  რედუცირება გვხდება ძირითადად ორმარცვლიანი სიტყვების ფუძეში, ინტერვოკალურ პოზიციაში, სადაც მეორე მარცვალი იწყება j თანხმოვნით, გარდა ბოლო მაგალითისა: dajan → dān - მოითმინე; გაჩერდი; SajalƧ → SālƧ - საიალი; qajaja → qāja - კლდესთან; gajčƧ → gāčƧ - მაკრატელი.

ბ) თუ წოდებითობის შორისდებული aj იხმარება საკუთარ სახელებთან ან საზოგადო არსებით სახელთან, რომელიც იწყება a ხმოვნით, შედეგად ვღებულობთ შორისდებულისა და მეორე სიტყვის შერწყმას, j თანხმოვნის დაკარგვითა და ხმოვნის დაგრძელებით, მაგალითად: Aj AjdƧn! → ĀjdƧn! - აიდინ! Aj Aslan! → Āslan! - ასლან! Aj ana! – Āna! დედავ! Aj ata! – Āta! - მამავ!

II. გრძელი ǟ ხმოვანი გვხდება:

1) როგორც საკუთრივ თურქულ ენათა ოჯახის სიტყვებში, ასევე ნასესხობებში, სიტყვის ფუძეში, მორფემების გასაყარზე ინტერვოკალურ პოზიციაში h, j, n, k თანხმოვნების რედუცირების საფუძველზე: 

ა) h: šähär → šǟr - ქალაქი; sähär → sǟr - დილა; vähši → vǟši - ველური; mäslähät → mäslǟt - რჩევა; 

ბ) j: čijäläm → čǟläm - მარწყვი; häjät → hǟt - ეზო; äg˜är → äjär → ǟr - თუ; küsäjän → küsǟn - ბუტია; dejäsän → dǟsän - მგონი; däjirmi → dǟrmi - მრგვალი; 

გ) n: mänim → mǟm - ჩემი; sänin → sǟn - შენი;

დ) k: bälkä → bǟm - შეიძლება.

2) აზერბაიჯანულ ენაში მომავალი დროის მაწარმოებელი სუფიქსებია -aǯag2 (-aǯag//-äǯäk) ან -ar2 (-ar//-är) სუფიქსები. -aǯag2 სუფიქსის დართვისას გრძელი ხმოვანი გვხდება ხმოვანფუძიან ზმნებში პირველი პირის ორივე რიცხვში მტკიცებით და უარყოფით ფორმებში: მაგ., de-j-äǯäj-äm → dǟžäm - ვეტყვი; de-j-äǯäj-ik → dǟžix΄ - ვეტყვით; demä-j-äǯäj-äm → demǟžäm - არ ვეტყვი; jejäǯäjäm → jǟžäm - შევჭამ; jejäǯäj-ik → jǟžix΄ - არ შევჭამთ; jemäjäǯäjäm → jemäžä:m - არ შევჭამ; dejä-räm → dǟräm - ვეტყვი;  de-j-är-ik → dǟrix΄ ვეტყვით; je-j-är-äm → jǟräm - შევჭამ; jejärik → jǟrix΄ - შევჭამთ; je-mä-j-äǯäj-äm – je-mǟž-äm - არ შევჭამ; g˜et-mä-j-äǯäj-äm – g˜et-mǟžäm - არ წავალ. 

3) ორი სიტყვის შერწყმის დროს:

ა) როცა პირველი სიტყვა ä ხმოვნით მთავრდება, ხოლო მეორე g˜ თანხმოვბით იწყება მაშინ g˜ თანხმოვანი რედუცირდება და ä ხმოვანი გრძელდება, მაგ.: nä g˜äzirsän → nǟzersän - რას დადიხარ? რას ეძებ? nä g˜ätirib → nǟtrif - რა მოიტანა? näjä g˜älerdin → nǟlerdin - რისთვის მოხვედი? älä g˜älmir → älǟlmer  - გაფუჭებული, გაწყალებული; bizä g˜äl → bizǟl - მოდი ჩვენთან.

ბ) ორი განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვის შერწყმის დროს: ajag üstä → ǟƔüstä  - ფეხზე;

გ) როცა პირველი სიტყვა არის წოდებითი შორისდებული aj//ä, ხოლო მეორე სიტყვა - g˜ädä ან kiši, მაგ.: Aj// Ӓ g˜ädä → ǟdä! - ეი, ბიჭო! ბიჭო, Aj //Ӓ kiši → ǟši! - ეი, კაცო! კაცო!

4) თუ წოდებით ფორმაში საკუთარი არსებითი სახელი იწყება ä ხმოვნით, მაგ: Ӓhmäd → Ǟhmäd - აჰმედ; Ӓläsg˜är → Ǟläsg˜är - ალასკარი; Ӓfsanä → Ǟfsanä - აფსანა; Ӓziz →Ǟziz - აზიზი. ამ ჯგუფს მივაკუთნებთ სიტყვას äzizim - ჩემო ძვირფასო! ეს სიტყვა იხმარება წოდებითსა და კნინობით ფორმებში: ǟzzim - ჩემო ძვირფასო! სადაც ǟ არის გრძელ ვარიანტში. ჩემი დაკვირვებით და ემპირიული მასალის ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ სასაუბრო ენაში ეს სიტყვა სულ უფრო იშვიათად იხმარება, ძირითადად – ასაკოვანი ადამიანების საუბარში. იგი ჩაანაცვლა თურქული წარმოშობის სიტყვამ - ǯanƧm - სულიკო!

III. გრძელ ō ხმოვანს ვიღებთ: 

1) როცა ერთ-ერთი მეზობელი თანხმოვანი, კერძოდ v, n, j  რედუცირდება, მაგ.: 

ა) v: novruz  → nōruz - ნოვრუზი; hovuz → hōz // houz - ბასეინი; lovƔalanmag → lōƔalanmag - თავის ქება; sovut  → sōt // sout - გააცივე, garovul → garōl // garoul - ყარაული; 

ბ) j: sojuq → sōx  - ცივი; sojudu → sōdu - გაგრილდა; tojug → tōx - ქათამი; 

გ) n: sonra → sōra// sōram - მერე.

2) სიტყვაშეთანხმების დროს თუ პირველი სიტყვა ხმოვანფუძიანია, ხოლო მეორე სიტყვა o ხმოვნით იწყება, შედეგად ვიღებთ ერთ სიტყვას, სადაც  პირველი სიტყვის ხმოვანი ასიმილირდება და, აქედან გამომდინარე, ვიღებთ გრძელ ხმოვანს, ანუ o ხმოვანი გრძელდება, მაგ., nä olsun → nōlsun // nōlsuη - მერე რა!  რა იყო? neǯä oldu → nežōldu - რა იქნა? nä olacag → nōlažax΄ - რა იქნება? xala oƔlu → xaōƔlu - დეიდაშვილო; ämi oƔlu → ämōƔlu - ბიძაშვილო; baǯƧ oƔlu → bažōƔlu - დისშვილო“ .

3) თანამედროვე  აზერბაიჯანულ  ენაში ახლანდელი დროის მაწარმოებელია -ir4 (-ir//-Ƨr//-ur//ür) სუფიქსი. აღნიშნული სუფიქსის მოცემული ვარიანტებიდან გამომდინარე, უნდა გამოვიყენოთ სუფიქსი მაგარი  ბაგისმიერი ხმოვნით -ur, რომელიც აზერბაიჯანული ენის ყაზახურ დიალექტში -ōr სუფიქსში გადადის და o ხმოვანი გრძელდება: მაგ., otur-ur → otur-ōr - ზის; dur-ur → dur-ōr - დგას; vur-ur → vur-ōr - სცემს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სინჰარმონიზმის კანონი ნაწილობრივ დარღვეულია. 

IV. გრძელი ' ხმოვანი გრძელდება იმ შემთხვევაში: 

1) თუ მას მოსდევს v, j, h თანხმოვნები და თუ აღნიშნული თანხმოვნები რედუცირდება, მაგ.:

ა) v: dövlät → d'lät - სახელმწიფო; növbä → n'bä - რიგი; bänövšä → bän'šä // bän'jšä - ია; kövräk → k'räx΄ // k'jräx΄ - მტვრევადი, ფხვიერი; dovƔa → d'Ɣä - დოვღა (ნაციონალური კერძი); 

ბ) j: böjräk → b'räx΄ - თირკმელი; döjürlär → d'llär - სცემენ; 

გ) h: möhlät → m'lät - დრო, გადავადება.

2) თუ  ხმოვანი იხმარება დიფთონგებსა და დიფთონგოიდებში, მაგ., böjük → büx΄ - უფროსი, დიდი; näm (jaš) – hüš - ნამი; neft → nüt - ნავთი;  Hüsejin → Sün - ჰუსეინი; söjüd → süt - ტირიფი  ; döjüš → düš - ბრძოლა; ǯeviz → ǯüz - კაკალი.

3) თუ ზმნის ფუძე, ან ბოლო მარცვალი შეიცავს რბილ ბაგისმიერ ხმოვანს, მაშინ  ბრძანებით კილოში პირველი პირის მხოლობით რიცხვში -üm სუფიქსი გადადის -m-ში, სადაც ö: გრძელდება, მაგ.: g˜örüm → g˜örm - მანახე (ნება დამრთე); söküm → sökm - დამაშლევინე (ნება დამრთე); döküm → tökm - გადამაქცევინე (ნება დამრთე); 

4) თუ ზმნა გამოიყენება ახლანდელ დროში და -ür ან -ir სუფიქსების მაგივრად იხმარება -r სუფიქსი. მაგ., sök-ür → sökr - შლის; g˜ör-ür → g˜örr - ხედავს; vur-ur → vur-ōr - სცემს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სინჰარმონიზმის კანონი ნაწილობრივ დარღვეულია; g˜urulda-jr – g˜ürüllr - ქუხილი; g˜özlä-j-ir → g˜özdr - ელოდება;

5) ჩვენებითი ნაცვალსახელის o და g˜ün სიტყვისაგან შედგენილ სიტყვაშეთანხმების დროს g˜ თანხმოვანი რედუცირდება და ვღებულობთ სიტყვას, o g˜ün → ün - იმ დღეს. 

გრძელი  ხმოვანი დაფიქსირებულია ასევე შუასაუკუნეების სალიტერატურო ძეგლებში v, j თანხმოვნების რედუცირების შედეგად, მაგალითად, tlä (“tövlä”) (KDQ), g˜čäk (göjčäk) (Nəsimi), slädilär (söjlädilär) (Şəms, “Qisseyi- Yusif”), rät (“övrät”) (Fədai), slärdi (“söjlärdi”) (Rənci, Şeyx Sənan), slä (“söjlä”) (Vaqif) [Əzizov, 1999:133].

V. გრძელი ū ხმოვანი: 

1) თუ სიტყვა u-ხმოვანფუძიანია ან თანხმოვანფუძიანი, სადაც ბოლო მარცვალი არის -un, ნათესაობით ბრუნვაში მას დაერთვის -un, ან -(n)un სუფიქსი. მაშინ ხმოვანფუძიან სახელებში ბრუნვის ნიშნის დამატების დროს მორფემების გასაყარზე n თანხმოვნი რედუქცირდება და შედეგად ვიღებთ გრძელ ū ხმოვანს, მაგ.: 1) guzu-nun → guzu-un → guzūn - ბატკნის; oƔlun-un → oƔlu-un → oƔlūn - ვაჟის; burnun-un → burnu-un → burnūn - ცხვირის;

2) –duq +(პირის ნიშანი) ზმნის საწყისი ფორმის სუფიქსის ხმარებისას ინტერვოკალურ პოზიციაში Ɣ თანხმოვნის რედუქციის შედეგად გრძელი ū ხმოვანი მიიღება, მაგ., gur-duƔ-um → gur-dūm - ჩემი დაარსებული;  soj-duƔ-um → sojdūm - ჩემი გაფრცქვნილი;  goj-duɣ-um → gojdūm - ჩემი ჩა-//დადებული.

VI. გრძელ ṻ ხმოვანს ვიღებთ:

1) თუ v თანხმოვანი რედუცირდება ინტერვოკალურ პოზიციაში, მაგ.: v: jüvürmäk → jṻrmäx΄ - სირბილი; 

2) თუ  j თანხმოვანი რედუცირდება ინტერვოკალურ პოზიციაში, ან როცა ერთ-ერთი მეზობელი თანხმოვანი სონორია, მაგ., ǯüjür → ǯṻr - შველი; düjü → dṻ - ბრინჯი; düjün → dṻn - შენი ბრინჯი; düjmä → dṻmä - ღილი. 

3) ჩვენებითი ნაცვალსახელის bu და სიტყა g˜ün სიტყვაშეთანხმების დროს პირველი სიტყვის u ხმოვნისა და მეორე სიტყვის g˜ თანხმოვნის რედუცირების შედეგად ვღებულობთ ერთ ფონეტიკურ სიტყვას bṻn, სადაც ṻ ხმოვანი გრძელდება, მაგ., bu g˜ün → bṻn - დღეს.

4) ü-ხმოვნიან ზმნებში ახლანდელ დროში -ür სუფიქსის დართვისას, მორფემების გასაყარზე ვიყენებთ დამხმარე j თანხმოვანს, რომელიც რედუცირდება და ṻ ხმოვანი გრძელდება, მაგ., üšüjür → šṻr - სცივა; jüjür → jṻr // jö:r - რეცხავს (ყველა ზმნურ ფორმაში); g˜özläjir → g˜özdṻr // g˜özd:ör - ელოდება.

5) –dük +(პირის ნიშანი) ზმნის საწყისი ფორმის სუფიქსის ხმარებისას j თანხმოვანი რედუცირდება და ü ხმოვანი გრძელდება, მაგ., g˜ör-düj-üm → g˜ör-dṻ-m - ჩემ მიერ დანახული;  öp-düj-üm → öpdṻm - ჩემი ნაკოცნი; jü-düj-üm → jü-dṻ-m - ჩემი გარეცხილი;  böl-düj-üm → böldṻm - ჩემ მიერ განაწილებული.

VII. გრძელ   ხმოვანს ვიღებთ:

1) თუ j თანხმოვნის რედუცირებით ინტერვოკალურ პოზიციაში, ან როცა ერთ-ერთი მეზობელი თანხმოვანი სონორია, როგორც ფუძეში, ასევე მორფემების გასაყარზე. აზერბაიჯანული ენის ყაზახურ დიალექტში გრძელი  ხმოვანი ფართოდ არ არის გავრცელებული, მაგ., čijid → čt - კურკა;  ijirmi → rmi - ოცი;  je-j-ir-äm  → jräm - ვჭამ; je-j-ib → jf – (ყველა გრამატიკულ ფორმაში); išlä-j-ir → išdr - მუშაობს; išlä-j-ib → išdf - იმუშავა (ყველა გრამატიკულ ფორმაში); elä-j-ir-lär → eli:lär  - აკეთებენ (ყველა გრამატიკულ ფორმაში).

2) ზმნის უარყოფით ფორმებსა და ხმოვანფუძან ზმნებში -ib4 და –aǯag2 სუფიქსების დართვის დროს ფუძესა და სუფიქსებს შორის დამხმარე j თანხმოვნის რედუცირებისას, მაგ., g˜et-mä-j-ib → g˜etmi:f // g˜etmf- არ წასულა;  išlä-j-ib → išdf - უმუშავია; äk-äǯäj-ik → äkäžx΄- დავთესავთ; g˜ät-ir-äǯäj-ik → g˜äträžx΄ - მოვიტანთ; de-j-äǯäj-ik → däjx΄ - ვიტყვით. 

VIII. გრძელი e: ხმოვანი:

1) ახლანდელ დროში სიტყვას დაერთვის -ir სუფიქსი, რომელიც შემდეგ გადადის -er სუფიქსში. ამ შემთხვევაში ' გრძელდება, თუ ზმნა:

ა) e-ფუძიანია და ახლანდელ დროის -er სუფიქსსა და ფუძეს შორის დაერთვის დამხმარე j თანხმოვანი, რომელიც რედუცირდება და შედეგად ვიღებთ ორ e ხმოვანს, რომელიც გრძლად წარმოითქმის. აქ -ir სუფიქსი → -er. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ სინჰარმონიზმის კანონი არ ირღვევა - დაცულია, მაგ.: de-j-ir → de+er → d'r - ამბობს; je-j-ir → je+er → j'r - ჭამს.

ბ) თუ „ა“ პუნქტში სინჰარმონიზმის კანონი დაცული გვაქვს, აქ პირიქით - სინჰარმონიზმის კანონი დარღვეულია. აქ თანხმოვანფუძიან ზმნებში ახლანდელი დროის სუფიქსი -ir // -Ƨr → -er, მაგ.: g˜ed+ir → g˜ed'r - მიდის; jat+Ƨr → jat'r - სძინავს; bax+Ƨr → bax'r - უყურებს; qač+Ƨr → qač'r - გარბის. 

2) e-ხმოვანფუძიან ზმნებში, მორფემებს შორის (ბრძანებითი კილო, -ib4 , უარყოფითი ფორმა) დამხმარე j თანხმოვნის რედუცირების დროს e ხმოვანი გრძელდება, მაგ., g˜e-j-in → g˜'n - ჩაიცვი; je+j+in → j'n - შეჭამეთ; je+j+ib+lär → j'f+lär - უჭამიათ; de+mä+j+im → dem'm - არ უნდა ვთქვა; de+j+ib → d'f - უთქვამს; de+mä+j+ib → dem'f - არ უთქვამს; g˜ejin+mä+j+im → g˜ejinm'm - არ უნდა ჩავიცვა.

3) bu ჩვენებითი ნაცვალსახელსა და g˜ecä სიტყვასთან სიტყვაშეთანხმებისას პირველი სიტყვის ხმოვანი u და მეორე სიტყვის g˜ თანხმოვანი რედუცირდება და შედეგად ვიღებთ ერთ სიტყვას, სადაც e ხმოვანი გრძელდება, მაგ., bu g˜eǯä → b+eǯä → b.žä - ამაღამ.

 ორი სიტყვის შეერთებისას, ხმოვანთა დაკარგვის შედეგად სხვა ლექსკური ერთეულის მიღების პროცესი დაფიქსირებულია შუასაუკუნეების სალიტერატურო ენაში, იმ შემთხვევაში, თუ პირველი სიტყვა ხმოვანფუძიანია და მეორე სიტყვაც ასევე ხმოვნით იწყება, მაგ.: nedälim (nä+edälim – E.A.) (Füzuli), netdim (nä+etdim – E.A.), netdin (nä+etdin – E.A.), netdi (nä+etdi – E.A.), nedärdi (nä+edärdi – E.A.) (Fədai) [Əzizov, 1999:131].

დასკვნა: ემპირიული მასალის აღწერა-დამუშავებამ ცხადყო, რომ ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე დამახასიათებელია აზერბაიჯანული ენის დიალექტური მეტყველებისათვის, კერძოდ, საკვლევი აზერბაიჯანული ენის დასავლური დიალექტისათვის.  მიუხედავად  იმისა, რომ სალიტერატურო აზერბაიჯანული ენა არ განასხვავებს მასში არსებული 9 ხმოვნის ფონეტიკურ გრძელ ვარიანტებს,  დასავლური დიალექტის მეტყველებაში რვა ხმოვანს მოეპოვება თავისი გრძელი შესატყვისები,  გამონაკლისია Ƨ ხმოვანი.  გრძელი ხმოვნები ფართოდ და ინტენსიურად გამოიყენება აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტში.