აფხაზურ ხშულ ფონემათა დისტრიბუცია (აფხაზური ენის ეროვნული კორპუსის მიხედვით)
ენის ფონემატური სტრუქტურის კვლევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტატისტიკის ჩვენებით ფონემების დისტრიბუციული კანონზომიერებების და-დგენას. ეს საკითხი აფხაზურ ენაში სათანადოდ არაა შესწავლილი, რასაც ქვემოთ მოცემული სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვაც აჩვენებს.
ქ. ლომთათიძე მონოგრაფიაში „აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი“ მხოლოდ ზოგიერთი ფონემის ამა თუ იმ პოზიციაში გამოვლენის შესახებ მსჯელობს [ლომთათიძე, 1976:24-61, 139-210].
ჯ. ჰიუიტიც განიხილავს აფხაზურ ფონემათა დისტრიბუციის საკითხს. მისი დაკვირვებით, აფხაზურში თავკიდურ თანხმოვნებს შეზღუდვა არ ახასიათებს, სიტყვის ბოლოკიდურად არაა გამოვლენილი და , ხოლო იშვიათია , ც, გ, ქ, , ფონემები [Hewitt, 1979:260]. მეცნიერი საერთოდ არ ეხება ინლაუტის პოზიციას.
ვ. ჩირიქბამ, აფხაზურ ლიტერატურულ ჟურნალ „ალაშარას“ ათგვერდიანი ტექსტის მიხედვით, სტატისტიკურად გააანალიზა თანხმოვნები და დაადგინა, რომ დომინანტურია სონორები, ნახევარხმოვნები და კბილბაგისმიერი ხშულები, კერძოდ, ყველაზე ხშირია: ჲ, რ, ნ, ლ, , ზ, დ, მ, ხ, თ [Chirikba, 1996:27]. კვლევა წარმოებულია ფონემათა განაწილების პოზიციების გაუთვალისწინებლად.
ჩემს სტატიაშიც „CVC სტრუქტურის ზმნური ძირები აფხაზურ-აბაზურ ენებ-ში“ ყურადღება ეთმობა ფონემათა განაწილების საკითხებს [ფონიავა, 2012:125-142], მაგრამ საანალიზოდ გამოყენებულია მხოლოდ ზმნური მასალა, თანაც ოდენ ერთი სტრუქტურული მოდელისა, რაც, ცხადია, თანხმოვანთა დისტრიბუციის სრულ სურათს ვერ ასახავს.
აფხაზურ აფიქსებსა და მოდალურ ელემენტებში ფონემათა გამოვლენას ეხე-ბა ნ. მაჭავარიანიც წიგნში „აფხაზური ენის აფიქსები და მოდალური ელემენტები გრამატიკული მიმოხილვითურთ“ [მაჭავარიანი, 2020:38].
როგორც ზემომოყვანილი მიმოხილვიდან ჩანს, აქამდე წარმოებული კვლევები ფრაგმენტულია და საჭიროა თანამედროვე მიდგომით დეტალურად გაანალიზდეს რეპრეზენტაციული მასალა, რომელიც მოიცავს მთელ ენობრივ სისტემას. ამიტომ გადაწყდა კორპუსული კვლევის განხორციელება აფხაზური ფონემების განაწილების საკითხების შესასწავლად. ამ ტიპის კვლევა ჩემ მიერ ჩატარებულია აფხაზური ენის ფრიკატივებსა [ფონიავა, 2020] და ხმოვნებზე [Poniava, 2021:87-90], აგრეთვე ხშულებზე, ოღონდ მხოლოდ ანლაუტის პოზიციაში. ეს უკანასკნელი, მოხსენების სახით, წარდგენილი იყო არნოლდ ჩიქობავასადმი მიძღვნილ 2021 წლის სამეცნიერო სესიაზე. მოხსენებაში ნაჩვენები იყო ფონემათა გავრცელების ცხრილი, მაგრამ დეტალურად არ იყო ნაკვლევი, რადგან არ ჩანდა, ესა თუ ის ფონემა აფხაზური ენის საკუთარ ლექსიკურ ფონდში იყო რეალიზებული თუ ნასესხობებში. ფონემებიც მხოლოდ თითო მაგალითით იყო წარმოდგენილი, არ იყო გაანალიზებული, რა განაპირობებდა კონკრეტული ფონემის გამოვლენის სიხშირეს [ფონიავა, 2021:39-40]. წინამდებარე სტატიაში ასახულია ანლაუტის პოზიციაზე წარმოებული უფრო გაღრმავებული კვლევის შედეგი და დასახელებული ხარვეზი გამოსწორებულია. ამასთანავე, გამოწვლილვით შესწავლილია ინლაუტისა და აუსლაუტის ვითარებაც. შესაბამისად, სტატიაში განხილულია აფხაზურ ხშულთა დისტრიბუციულ-სტა-ტისტიკური ანალიზი სამივე პოზიციაში.
აფხაზურ სალიტერატურო ენაში 58 თანხმოვანი და 6 ხმოვანია. თანხმოვანთა ნახევარზე მეტი – 33 ფონემა – ხშულია. აფხაზურ სალიტერატურო ენას აქვს შემდეგი ხშულები:
ბილაბიალური: ბ ფ პ
დენტალური: დ თ ტ
დენტალური ლაბიალიზებული:
ალვეოლარული: ძ ც წ
ალვეოლარული ლაბიალიზებული:
პოსტ-ალვეოლარული: ჯ ჩ ჭ
პოსტ-ალვეოლარული მაგარი: ჯ¾ ჩ¾ ჭ¾
ველარული: გ ქ კ
ველარული პალატალიზებული:
ველარული ლაბიალიზებული:
უვულარული: ყ
უვულარული პალატალიზებული:
უვულარული ლაბიალიზებული:
კვლევა შესრულებულია აფხაზური ენის ეროვნულ კორპუსზე დაყრდნო-ბით, ანლაუტის, ინლაუტისა და აუსლაუტის პოზიციების გათვალისწინებით. აფხაზური ენის ეროვნული კორპუსის შექმნა პროექტ „Palag“-ის ფარგლებში 2015 წლიდან დაიწყო. ის მოიცავს 10 მილიონზე მეტ ერთეულს, რომელთაგან 7 596 355 სიტყვაფორმაა. მასში შესულია სხვადასხვა შინაარსის ტექსტები როგორც მხატვრული ლიტერატურიდან, ისე მასმედიის ენიდან [ANC].
როგორც აღინიშნა, წინამდებარე კვლევა კორპუსულია და ამიტომაც სათანა-დო მაგალითები მოყვანილია არა სალექსიკონო, არამედ კორპუსში გამოვლენილი ფორმით. სალექსიკონო ფორმა ა-ამსა „კუჭი“ კორპუსში დადასტურებულია ამ-სა და აამსა ფორმებით. პირველ შემთხვევაში ხშული ანლაუტის პოზიციას ეკუთვნის, მეორეში − ინლაუტისას. აღსანიშნავია ისიც, რომ კორპუსი ვერ ასხვა-ვებს ძირეულ მორფემას და მორფემათა მიჯნას, ამიტომ თანხმოვანთა განაწილება განხილულია სიტყვაფორმების მიხედვით. თითოეულ პოზიციაში გამოვლენის სიხშირის მიხედვით ფონემები დალაგებულია ხუთეულებად, ყოველი ფონემისთვის მოყვანილია ორი ან სამი მაგალითი, ნასესხები ლექსიკის შემთხვევაში მითითებულია წყარო ენა, რომლიდანაც უშუალოდ ან შუალობით უნდა ესესხებინა აფხაზურს ესა თუ ის სიტყვა.
აფხაზურ ხშულ ფონემათა დისტრიბუცია ანლაუტში
აფხაზური ენის ეროვნულ კორპუსზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის შედეგად დგინდება, რომ თავკიდურ პოზიციაში ყველაზე ხშირია დ, ბ, ფ, ყ და თ ხშულთა ხუთეული:
დ − მეტად პროდუქტიულია კლასოვან-პიროვან პრეფიქსად: დგჷლოჲტ „დგას ის (ად.)“, დარა „ისინი“, დარბან „ვინ?“;
ბ − ბარჷ „შენც (ქ.)“, ბჷ „ფოთოლი“. ბ ხშირია კლასოვან-პიროვან პრეფიქსა-დ: ბან „შენი (ქ.) დედა“);
ფ − ფსჷ „სული“, ფშ¾ძა „ლამაზი“;
ყ − ყალაპ „იქნება“, ყაჰწეჲტ „გავაკეთეთ“, ყამა „ყამა“ < თურქ. kama „id“;
თ − თბაა „ფართო“, თრა „ბუდე“, თჷფ „ადგილი“.
ანლაუტში რეალიზებული მეორე ხუთეული კ, , ჭ¾, ჯ და წ შედგენილობისაა:
კ − კაკაჭ „ყვავილი“, კნჷ „-თან“, კურს „კურსი“ < რუს. курс „id“;
− ჷ „გული“, ჷფ „გუნდი“;
ჭ¾ − ჭ¾არ „ახალგაზრდობა“, ჭ¾ჷც „ახალი“;
ჯ − ჯმა „თხა“, ჯანათ „სამოთხე“ < თურქ. cennet „id“;
წ − წაყა „ქვემოთ“, წჷს „ჩიტი“, წლა „ხე“.
აფხაზურ ენაში თავკიდურად გამოვლენილ ხშულთა მესამე ხუთეულს , ც, პ, გ და ჩ¾ ფონემები ქმნის:
− ჷბბრა „სექტემბერი“, ა ა „კანი“, ა „თვისება“;
ც − ცჷრა „მარცვალი“, ცენტრ „ცენტრი“ < რუს. центр „id“;
პ − მხოლოდ ნასესხებ ლექსიკაში რეალიზდება: პლან „გეგმა“ < რუს. план „id“, პარკ „პარკი“ < რუს. парк „id“;
გ − გხა „ნაკლი“, გარა „აკვანი“;
ჩ¾ − ჩ¾ჷნლა „დღისით“, ჩ¾ჷ „ცხენი“, ჩ¾ადა „ვირი“.
საკვლევი ენის თავკიდურ პოზიციაში მეოთხე ხუთეული ძ, ტ, ჩ, ჭ და ხშულების სახით ვლინდება:
ძ − ძჷ „წყარო“, ძია „ტბა“, ძიას „მდინარე“;
ტ − ტჷ „ბუ“, ტატა „რბილი“, ტაქსი „ტაქსი“ < რუს. такси „id“;
ჩ − ჩარა „ქორწილი“, ჩჷს „საჭმელი“, ჩგარა „მარხვა“;
ჭ − ჭჷდალა „განსაკუთრებით“, ჭჷრჭჷრრა „ჭიკჭიკი“, ჭჷნ „ბიჭი“;
− ჷდ „ლობიო“, ჷშ¾ „ბრძენი“, აა „ზურგი“.
აფხაზურ ენაში თავკიდურად ხშულთა მეხუთე ხუთეული , , ქ, და შედგენილობით დასტურდება:
− არა „ღელე“, აც „ხორცი“, ატა „იხვი“ < მეგრ. კვატა „id“;
− აშ „იღბალი“, ჭ¾ჲარალა „წარმატებით“, აბ „სპილენძის ქვაბი“ < ქართ. ქვაბი „id“;
ქ − ქდჷ „ჯირკი“, ქჷთა „სოფელი“, ქალა „ქალაქი“ < ქართ. ქალაქი „id“;
− აა „მაგარი“, აჭ¾ „მოკლე“, ჷბა „კიბე“ < ქართ. კიბე „id“;
− ა „ვაშლი“, ჷარა „ტირილი“, ცა „ჭიქა“.
თავკიდურ პოზიციაში ხშულთა ყველაზე იშვიათი, მეექვსე, ხუთეული , , , და ფონემებითაა წარმოდგენილი:
− ჷმ „უცხო“, ჷლა „ქვეყანა“, ჷა „რქა“;
− ამსა „კუჭი“, აჶ „ქეიფი“ < თურქ. keyif „id“;
− აა „ბრტყელი“, ანტაზ „შიშველი“;
− ჷღბა „მატარებელი“, ჷ „მინდორი“. ხშირია ლოკალური პრევერბის შემადგენელ ნაწილად: ჷლწრა „გარეთ გასვლა“;
− აა „რგოლი“, ეჟ „ბორბალი“, ამა „გემო“ < ქართ. გემო „id“.
აფხაზური ენის ანლაუტის პოზიციაში ყველაზე ნაკლებად ვლინდება , და ჯ¾ ხშულები:
− ჷრ „ბევრი“, არა „რეცხვა“;
− ჷ „სავსე“, ა „თივა“;
ჯ¾ − ჯ¾ჷრ „ფოლადი“, ჯ¾ჷშ¾ „ნიორი“.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აფხაზური ენის ანლაუტში ხშულ ფონე-მათა განაწილება სიხშირული თანმიმდევრობის მიხედვით ამგვარია: დ, ბ, ფ, ყ, თ, კ, , ჭ¾, ჯ, წ, , ც, პ, გ, ჩ¾, ძ, ტ, ჩ, ჭ, , , , ქ, , , , , , , , , , ჯ¾. თავკიდურად პირველ-მეორე ადგილს დ და ბ ფონემები ინაწილებს, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ ორივე მათგანი პირ-კლასის ნიშანია და მორფემული ფუნქციი-თ მეტად დატვირთულია. პ კორპუსში მხოლოდ რუსული ენის გზით დამკვიდრებულ ნასესხობებში (პოეტ „პოეტი“, პოეზია „პოეზია“, პროზა „პრო-ზა“) დასტურდება ანლაუტში, სხვა ფონემათა უმეტესობა გვხვდება როგორც სა-კუთრივ აფხაზურ, ისე ნასეხებ ლექსიკურ ერთეულებში.
აფხაზურ ხშულ ფონემათა დისტრიბუცია ინლაუტში
აფხაზურ ენაში, ანლაუტის მსგავსად, ყველა ხშული რეალიზებულია ინლაუტშიც.
კორპუსული კვლევის მიხედვით, ინლაუტში ხშულთა პირველ ხუთეულში თ, ფ, ბ, და გ ფონემები შედის:
თ − აფთა „ღრუბელი“, აქჷთა „სოფელი“, აშთა „შემდეგ“;
ფ − არფჷს „ყმაწვილი“, ააფსარა „ღვაწლი“, ათჷფანი „ადგილობრივი“;
ბ − ასაბი „ბავშვი“, აბას „ასე“, ჲარბან „ვინ?“;
− აა „წვიმა“, აშ¾ჷს „წელი“. ხშირია მრავლობითის სუფიქსის კომპონენ-ტად: ამაა „გზები“;
გ − ალაგამთა „საწყისი“, აგა „ნაპირი“, ააგარა „მოტანა“.
აფხაზური ენის ინლაუტში ფონემათა მეორე ხუთეული კ, წ, დ, და ყ ხშულებისაგან შედგება:
კ − აკჷ „ერთი“, აჲლკაარა „გაგება“, არესპუბლიკა „რესპუბლიკა“ < რუს. республика „id“;
წ − აფჷნწა „ცხვირი“, ახაწა „კაცი“, ყასწეჲტ „გავაკეთე“;
დ − ხადა „ხელმძღვანელი“, ადამრა „აკლდამა“;
− აა „ცუდი“. ძალიან ხშირია -ც ნაწილაკის ფუნქციის მქონე სუფიქსისეული : საბჷ „მამაჩემიც“;
ყ − აბაყა „ძეგლი“, უსყან „მაშინ“, შ¾აყა „რამდენი?“.
აფხაზურ ენაში ინლაუტის პოზიციაში მესამე ხუთეულს ძ, ც, , ტ და ფონემები ქმნის:
ძ − მაძა „საიდუმლო“, ააძარა „გაზრდა“. მეტად გავრცელებულია ინტენსივო-ბის სუფიქსისეული ძ: დუძძა „ძალიან დიდი“;
ც − მცა „ცეცხლი“, ათაცა „პატარძალი“, ჲაცჷ „გუშინ“;
− აა „კანი“, ანა „ღმერთი“. ძალიან პროდუქტიულია მრავლობი-თობის სუფიქსის შემადგენელ ელემენტად: ასასა „სტუმრები“;
ტ − აარტრა „გაღება“. ტ გავრცელებულია ნასესხობებში: ატეატრ „თეატრი“ < რუს. театр „id“;
− სჷ „ჩემი გული“, ამა „მუცელი“, ააჲა „მახლობლად“.
აფხაზური ენის ინლაუტის პოზიციაში რეალიზებულ მეოთხე ხუთეულს , , ჭ¾, პ და ჩ¾ ფონემები შეადგენს:
− სჷნა „წელს“, დოპ „ზის (ად.)“. ძალზე ხშირია დანიშნულების სუ-ფიქსისეული : ფასაი „ყოფილი“;
− ატა „კვერცხი“, აჰა „დედოფალი“, აჭჷნჷ „ბიჭიც“;
ჭ¾ − ახაჭ¾ჷ „პირი“, ააჭ¾ჷ „გარეთ“;
პ − ამპჷლ „ბურთი“. პ ძალიან გავრცელებულია ნასესხებ ლექსიკაში: ასპორტ „სპორტი“ < რუს. спорт „id“;
ჩ¾ − აჩ¾თრა „თავლა“, აჩ¾არა „მოსავალი“.
აფხაზურ ენაში ინლაუტში მეხუთე ხუთეული ჩ, , , ჭ და ჯ ფონემებითაა წარმოდგენილი:
ჩ − აჩა „პური“, ამჩრა „ძალაუფლება“;
− აჲაა „ვარსკვლავი“, აჷ „ხვალ“, ამჷა „ფრთა“;
− ანჷა „მოგზაური“, ატა „ტყვე“ < ქართ. ტყვე „id“;
ჭ − აჭჷშ „წიწილა“, ამაჭხარა „შემცირება“, აჭჷქ „ლამის“;
ჯ − აჯწლა „მუხის ხე“. ჯ რეალიზდება ნასესხებ ლექსიკაშიც: აბჯარ „აბჯა-რი“ < ქართ. აბჯარი „id“.
აფხაზური ენის ინლაუტში ყველაზე იშვიათ, მეექვსე, ხუთეულს ქმნის , ქ, , და ფონემები:
− ადაა „გვერდი“, აა „მახე“;
ქ − აქჷთაჭ¾ჷ „სოფელში“. ქ არის ნასესხებ მასალაშიც: არხიტექტორ „არქიტექ-ტორი“ < რუს. архитектор „id“;
− აამსა „კუჭი“, აან „დუქანი“ < თურქ. dükkân „id“;
− იჟ¾აა „მისი წვერი“, სარა „სარკე“ < ქართ. სარკე „id“;
− აჷ „ვინმე“, აარა „რეცხვა“.
საანალიზო ენის ინლაუტში ყველაზე ნაკლებად რეალიზდება , და ჯ¾ ხშულები:
− აა „გარეთ“, აჷლწრა „გასვლა“;
− ამაა „ტანსაცმელი“, ამაარ „ნივთი“, აან „ჭერი“ < თურქ. tavan „id“;
ჯ¾ − აჯ¾ჷშ¾ „ნიორი“, აჯ¾ჷრ „ფოლადი“.
კვლევამ აჩვენა, რომ აფხაზური ენის ინლაუტში ხშულ თანხმოვანთა დისტრიბუცია სიხშირული თანმიმდევრობით ამგვარია: თ, ფ, ბ, , გ, კ, წ, დ, , ყ, ძ, ც, , ტ, , , , ჭ¾, პ, ჩ¾, ჩ, , , ჭ, ჯ, , ქ, , , , , , ჯ¾. ანლაუტისაგან განსხვავებით, ინლაუტში პირველ-მეორე ადგილზე თ და ფ ვლინდება. თავკიდური პოზიციისაგან სხვაობას აჩვენებს ისიც, რომ ყველა ფონემა უგამონაკლისოდ რეალიზდება საკუთრივ აფხაზურ მასალაში, მათი უმეტესობა კი ნასესხობებშიც იჩენს თავს.
აფხაზურ ხშულ ფონემათა დისტრიბუცია აუსლაუტში
აფხაზურ ენაში, ანლაუტისა და ინლაუტის მსგავსად, ყველა ხშული ვლინდება აუსლაუტშიც.
ჩემ მიერ ჩატარებული კორპუსული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აუსლაუტში ყველაზე მაღალი გავრცელებით გამორჩეულ პირველ ხუთეულს ტ, პ, კ, და თ ქმნის:
ტ − ყველაზე ხშირია ფინიტობის სუფიქსის შემადგენელ ერთეულად: იცეჲტ „წავიდა ის (არაგონ.)“. ის ძალიან გავრცელებულია ნასესხებ ლექსიკურ ერთეუ-ლებშიც: აპოეტ „პოეტი“ < რუს. поет „id“, მარტ „მარტი“ < რუს. март „id“;
პ − მაპ „არა“. პ მეტწილად სტატიკურობის სუფიქსისეული ელემენტია: დჷყოპ „არის ის (გონ.)“;
კ − ათაკ „პასუხი“, ზნჷკ „ერთხელ“. კ ძირითადად განუსაზღვრელობის სუ-ფიქსის ფუნქციითაა: ააბჟკ „ერთი მოთხრობა“;
− აკჷრჷნ „ბევრჯერ“. მეტწილად დანიშნულების სუფიქსის ფუნქციით ვლინდება: აჶა „საჭმელი“;
თ − ურთ „ისინი“, მილათ „ერი“ < თურქ. Millet „id“.
აფხაზური ენის ბოლოკიდურ პოზიციაში ხშულთა ყველაზე გავრცელებული მეორე ხუთეული ც, , ბ, ფ და ჭ¾ თანხმოვნებითაა წარმოდგენილი:
ც − აშ¾ჷც „ბზა“, ამც „ცეცხლი“, არჷც „მარცვალი“;
− ესნა „მუდამ“, აბრა „ყაჩაღი“ < ქართ. აბრაგი „id“;
ბ − აჲჰაბ „უფროსი“, ახჷბ „სახურავი“, აძღაბ „გოგო“ < მეგრ. ძღაბი „id“;
ფ − ათჷფ „ადგილი“, აჷფ „ჯგუფი“, ანასჷფ „ბედი“ < თურქ. nasip „id“;
ჭ¾ − აჭ¾ „მოკლე“. ჭ¾ ყველაზე პროდუქტიულია თანდებულის სახით: აბ-ნაჭ¾ „ტყეში“.
აფხაზურ ენაში აუსლაუტის პოზიციაში მესამე ხუთეული დ, , ჩ, ყ და ძ ხშულების სახითაა გამოვლენილი:
დ − აჷდ „ლობიო“. დ მეტად დამახასიათებელია ნასესხები ლექსიკისთვის: ასუდ „სასამართლო“ < რუს. суд „id“, აჶონდ „ფონდი“ < რუს. фонд „id“;
− აჩჷ „ბუჩქი“, აჩოთ „ჯაგრისი“ < რუს. щётка „id“;
ჩ − აჷჩ „ქურდი“, ყამჩ „მათრახი“ (ბოლოკიდური ჷ მოკვეცილია) < თურქ. kamçı „id“, ამატჩ „მატჩი“ < რუს. матч „id“;
ყ − უსყაყ „იმდენად“, ართმაყ „სანივთე ჩანთა“ < თურქ. artmak „id“, იაჯაყ „მისი ბუხარი“ < თურქ. ocak „id“;
ძ − აფსჷძ „თევზი“, აჷძ „სახელი“.
აფხაზურ ენაში აუსლაუტში წარმოდგენილი მეოთხე ხუთეული , გ, წ, და ხშულების შემცველია:
− ლჷ „მისი (ქ.) გული“, იმა „მისი (კ.) ჩექმა“ < მეგრ. მაგუ „ცუდი ფეხსაცმელი“;
გ − აწაბჷრგ „სინამდვილე“. გ ძალიან ხშირია ნასესხობებში: აეკოლოგ „ეკო-ლოგი“ < რუს. эколог „id“, ალოზუნგ „ლოზუნგი“ < რუს. лозунг „id“;
წ − ამწ „ბუზი“, ააანხჷწ „საზღვარგარეთ“;
− ა „ვინმე“, დაჩ¾ა „სხვა“. ორივე შემთხვევაში ბოლოკიდური ჷ მოკვეცი-ლია;
− აბა „ზღმარტლი“, ნჷრ „გაღმა“, აბნა „ირემი“.
აფხაზური ენის ბოლოკიდურ პოზიციაში რეალიზებული მეხუთე ხუთეული ჭ, ჯ, , და ხშულებითაა წარმოდგენილი:
ჭ − ამაჭ „ცოტა“, აკაჭჷჭ „კაჭიჭი“ < მეგრ. კაჭიჭი „id“;
ჯ − აჯ „მუხა“, აკოლლეჯ „კოლეჯი“ < რუს. колледж „id“;
− აბჷ „სიგნალი“, აა „კუთხე“, ასა „ტომარა“ < მეგრ. საკი „id“;
− ალა „ზღაპარი“, ზა „რა?“;
− ამა „ტოტი“, ზა „მარტო“.
აუსლაუტში მეექვსე ხუთეულს , , , ქ და ჩ¾ ფონემები ქმნის:
− აჭ¾ჷ „ნაპირი“, აღაშ¾ა „მტრული“;
− ბ (მოკვეცილია ბოლოკიდური ჷ) „შენი (ქ.) წიგნი“, რა (მოკვეცილია ბოლოკიდური ა) „მათი ზურგი“;
− ა (ბოლო ჷ დაკარგულია) „მინდორი“, იარ „მისი (კ.) სკამი“;
ქ − აჭჷქ „კინაღამ“, აყაბაქ „ყაბაყი“ < თურქ. kabak „id“;
ჩ¾ − ამახჩ¾ „აქლემი“, აჩ¾ (ბოლო ჷ დაკარგულია) „ცხენი“.
ბოლოკიდურ პოზიციაში ყველაზე იშვიათია ჯ¾, , :
ჯ¾ − ახბჷჯ¾ „მოზარდი“;
− ა (ბოლო ჷ მოკვეცილია) „სავსე“. სხვა შემთხვევებში მეტწილად კორექ-ტურაა − -ს ნაცვლად წერია : მილათ, უნდა იყოს: მილათ „ეროვნული“ < თურქ. Millet „ერი“;
− ატჷ „სკინტლი“, აბჷცა „ფაცხა“.
კორპუსული კვლევით ჩანს, რომ აფხაზური ენის ბოლოკიდურ პოზიციაში ხშულები ასეთი თანმიმდევრობით ვლინდება: ტ, პ, კ, , თ, ც, , ბ, ფ, ჭ¾, დ, , ჩ, ყ, ძ, , გ, წ, , , ჭ, ჯ, , , , , , , ქ, ჩ¾, ჯ¾, , . ანლაუტისა და ინლაუტისაგან განსხვავებით, აუსლაუტში პირველ-მეორე ადგილს ტ და პ იკავებს, რადგანაც ორივე პროდუქტიულია, როგორც აფიქსური მორფემის შემადგენელი ნაწილი. ხშულთა დიდი ნაწილი დასტურდება როგორც საკუთრივ აფხაზურ, ისე სხვა ენათაგან დამკვიდრებულ ლექსიკურ ერთეულებში. ჯ. ჰიუიტის დასკვნისაგან განსხვავებით, ბოლოკიდურ პოზიციაში აფხაზურში და გამოვლენილია, ოღონდ ბოლოკიდური ხმოვნის მოკვეცის შედეგად, ხოლო იშვიათია არა მხოლოდ , ც, გ, ქ, , ფონემები [Hewitt, 1979:260], არამედ სხვებიც (იხ. ცხრილი).
კორპუსული კვლევის შედეგის უფრო თვალსაჩინოდ აღქმა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, რომელშიც ასახულია ანლაუტის, ინლაუტისა და აუსლაუტის პოზიციებში თითოეული ფონემის გამოვლენის რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებელი:
აფხაზურ ხშულთა გავრცელების ცხრილი
ანლაუტი ინლაუტი აუსლაუტი
# ფო-ნემა რაოდე-ნობა % ფო-ნემა რაოდე-ნობა % ფო-ნემა რაოდე-ნობა %
1 დ 535 316 7.05 თ 650 699 8.56 ტ 576 924 7.59
2 ბ 71 263 0.94 ფ 597 562 7.87 პ 226 820 2.99
3 ფ 43 985 0.58 ბ 596 058 7.85 კ 181 468 2.39
4 ყ 34 747 0.46 446 813 5.88 88 190 1.16
5 თ 31 850 0.42 გ 409 445 5.39 თ 83 811 1.10
6 კ 22 483 0.29 კ 405 255 5.33 ც 59 396 0.78
7 21 121 0.28 წ 375 086 4.94 26 843 0.35
8 ჭ¾ 20 409 0.27 დ 367 986 4.84 ბ 22 538 0.30
9 ჯ 19 130 0.25 336 685 4.43 ფ 16 541 0.22
10 წ 14 804 0.19 ყ 313 708 4.13 ჭ¾ 12 581 0.16
11 13 583 0.18 ძ 304 106 4.00 დ 12 037 0.15
12 ც 12 802 0.17 ც 253 322 3.33 10 586 0.14
13 პ 11 061 0.14 243 658 3.23 ჩ 8 893 0.11
14 გ 10 318 0.13 ტ 234 617 3.09 ყ 6 887 0.09
15 ჩ¾ 8 337 0.11 208 526 2.75 ძ 6 828 0.08
16 ძ 5 868 0.08 194 157 2.56 6 183 0.08
17 ტ 5 305 0.07 191 545 2.52 გ 5 336 0.07
18 ჩ 4 963 0.06 ჭ¾ 190 667 2.51 წ 5 122 0.06
19 ჭ 4 766 0.06 პ 118 636 1.56 4 635 0.06
20 3 459 0.04 ჩ¾ 95 699 1.26 4 426 0.05
21 3 427 0.04 ჩ 87 703 1.15 ჭ 4 069 0.05
22 3 403 0.04 85 889 1.13 ჯ 4 001 0.05
23 ქ 2 964 0.04 68 894 0.91 3 915 0.05
24 2 735 0.04 ჭ 66 111 0.87 2 913 0.03
25 2 271 0.03 ჯ 55 870 0.74 2 786 0.03
26 1 965 0.02 55 634 0.73 2 610 0.03
27 1 806 0.02 ქ 51 498 0.68 1 334 0.01
28 1 539 0.02 32 687 0.43 959 0.01
29 1 253 0.02 31 858 0.42 ქ 946 0.01
30 1 087 0.01 25 486 0.34 ჩ¾ 439 0.01
31 620 0.01 22 107 0.29 ჯ¾ 315 0.004
32 511 0.01 17 523 0.23 117 0.002
33 ჯ¾ 267 0.01 ჯ¾ 5 835 0.08 95 0.001
ჯამში 919 418 12.10 7 141 325 94.1 1 390 544 18.3
ამრიგად, კორპუსულმა კვლევამ აჩვენა, რომ აფხაზურში ყველა ხშული, როგორც მოსალოდნელი იყო, სამივე პოზიციაში განსხვავებული სიხშირული მაჩვენებლით რეალიზდება.
აფხაზურში ყველაზე გავრცელებულია ის ხშულები, რომლებიც აფიქსებია ან აფიქსთა შემადგენლობაშია. ანლაუტსა და ინლაუტში ისინი მეტწილად კლასო-ვან-პიროვანი პრეფიქსებია, ხოლო აუსლაუტში − დინამიკურ ან სტატიკურ ფორ-მათა სუფიქსების შემადგენელი ელემენტი.
სამივე პოზიციაში ხშულთა უმეტესობა დასტურდება როგორც საკუთარ ლექსიკურ ფონდში, ისე ნასესხობებში, მაგრამ ცალკეული ფონემები დიდწილად ნასესხებ მასალაშია, ანლაუტის პ კი მხოლოდ სხვა ენათაგან შეთვისებულ ლექსი-კურ ერთეულებში რეალიზდება. სამივე პოზიციაში იშვიათია და ჯ¾.
აფხაზური ენის ანლაუტში 1%-ზე მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა ოდენ ერთი (დ), ინლაუტში − 22 (თ, ფ, ბ, , გ, კ, წ, დ, , ყ, ძ, ც, , ტ, , , , ჭ¾, პ, ჩ¾, ჩ, ) და აუსლაუტში − 5 (ტ, პ, კ, , თ) ხშული.
აფხაზურში 1%-ზე დაბალია თავკიდურ პოზიციაში 32 (ბ, ფ, ყ, თ, კ, , ჭ¾, ჯ, წ, , ც, პ, გ, ჩ¾, ძ, ტ, ჩ, ჭ, , , , ქ, , , , , , , , , , ჯ¾), ინლაუტში − 11 (, ჭ, ჯ, , ქ, , , , , და ჯ¾), ხოლო აუსლაუტში − 28 (ც, , ბ, ფ, ჭ¾, დ, , ჩ, ყ, ძ, , გ, წ, , , ჭ, ჯ, , , , , , , ქ, ჩ¾, ჯ¾, , ) ფონემის გამოვლენის სიხშირე.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აფხაზურში ხშულები ყველაზე მაღალი დისტრიბუციით გამოირჩევა ინლაუტში, შემდეგ − აუსლაუტში და ყველაზე იშვი-ათად წარმოდგენილია ანლაუტში. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია შემდგომი შედარებითი და ტიპოლოგიური კვლევების ჩასატარებლად.













