ციური სფერო ნ. გუმილიოვის პოეზიაში

ნ. გუმილიოვის პოეტური მანერის თავისებურება ხასიათდება მისი შემოქმედებისათვის მთავარი სიტყვების ციურ სფეროსთან დაკავშირებული სემანტიკური მოცულობის გაფართოებით, რადგან ეს სიტყვები ერთდროულად ორივე კონოტაციური მუხტის მატარებელი ხდება  (ისინი დამუხტულია როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად). ხანდახან კონოტაციურად დამუხტულ სიტყვაში ხდება „გადართვა"  დადებითიდან უარყოფით რეგისტრში.