გაიანე მანასიანი

გაიანე მანასიანი დაიბადა 1984 წელს 25 აგვისტოს. 2005 წელს დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ინგლისური და ფრანგული ენების მასწავლებლის კვალიფიკაცია). 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა. სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა თემაზე “ინტერნაციონალიზმების პრაგმატული ანალიზი” და მიენიჭა ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი და მუშაობს თემაზე “ფერის აღმნიშვნელი სიტყვების ფორმა, შინაარსი და აღქმა”.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: კომუნიკაციური ლინგვისტიკა, კოგნიტური ლინგვისტიკა და ფსიქოლინგვისტიკა.

ელ-ფოსტა: manasyan-gayane@rambler.ru