მერაბ ბერიძე

მერაბ ბერიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის მონოგრაფიები: “მესხეთის ტოპონიმთა სტრუქტურისა და ისტორიისათვის”( 2008), “მაჰმადიანი მესხების ფესვები და დღევანდელობა” ( 2009), “ტაძრები და სახელები” ( 2010) და სხვ.
1974 _ 1990 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში . 1990 _ 2005 წლებში იყო თსუ ახალციხის ფილიალის დირექტორი. 2002 -2005 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ ჯავახეთის ფილიალს ახალქალაქში.

ელ-ფოსტა: beridze-merab@rambler.ru