მანანა ტაბიძე

მანანა ტაბიძე დაიბადა 1953 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია („პრაგმონიმები ქართულში“) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 2003 წელს - სადოქტორო დისერტაცია („ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები“) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის 3 მონოგრაფიისა და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ქართული ენის ქვემიმართულების სრულ პროფესორად. არჩეულია ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. არის ამერიკის ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტთა შემსწავლელი ცენტრების “ენობრივი პოლიტიკისა და ენობრივი დაგეგმვის საერთაშორისო კონსორციუმის” ინდივიდუალური წევრი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: თანამედროვე ქართული ენა, სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხები, სოციოლინგვისტიკა.

ელ-ფოსტა: ma.tabidze@spekali.ge