ინგა სანიკიძე

ინგა სანიკიძე დაიბადა 1965 წელს. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1987-1991 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ქართველური ენათმეცნიერების პროგრამით. 1991 წლიდანვე ის იკავებდა სხვადასხვა აკადემიურ პოზიციას ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ი. სანიკიძე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი; 2 მონოგრაფიისა და 134 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 4 სახელმძღვანელოს თანაავტორი.

ელ-ფოსტა: inga.sanikidze@tsu.ge