თინათინი მოსეშვილი

თინათინ მოსეშვილი 2009-2013 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე, 2013-2016 წლებში კი – ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში გერმანული ფილოლოგიის (ლიტერატურა) მიმართულებით. 2016 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის (ქვედარგი: გერმანული ფილოლოგია) სტუდენტი. თინათინ მოსეშვილი სადოქტორო საფეხურის Erasmus+ და DAAD-ის კვლევითი სტიპენდიების ფარგლებში იმყოფებოდა იენის ფრიდრიხ შილერისა (გერმანია) და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტებში (ფრანკფურტი (ოდერი), გერმანია). დოქტორანტი იკვლევს გერმანულენოვანი ქართველი მიგრანტი მწერლის გივი მარგველაშვილის გვიანდელ შემოქმედებას.

ელ-ფოსტა: tinatinmoseschwili@yahoo.de