ლევან ხალვაში; ლია გორგაძე

ლევან ხალვაში
ლევან ხალვაში არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

ლია გორგაძე
ლია გორგაძე დაიბადა 1989 წლის 15 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში. 2006-2010 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2010 წელს მან სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, რომელიც დაამთავრა 2012 წელს და მიენიჭა ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2016 წელს ლია გორგაძემ ჩააბარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლინგვისტიკის სადოქტორო პროგრამაზე. 2022 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი – „არსებითი სახელის გამოყენებისათვის სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ენებში“.

ელ-ფოსტა: lia.gorgadze@bsu.edu.ge; levan.khalvashi@bsu.edu.ge