ნინო მღებრიშვილი

ნინო მღებრიშილმა 2003 წელს ჩააბარა თსუ კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით. 2007 წელს სწავლა განაგრძო ამავე ინსტიტუტის მაგისტრატურაში ახალბერძნული ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის მიმართულებით, ხოლო 2011 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის დოქტორანტი ახალბერძნული ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეხება არსენ იყალთოელის „დოგმატიკონში“ დაცულ თეოდორე აბუკურას ბერძნულენოვანი მემკვიდრეობის ქართულ თარგმანებს. კერძოდ, ე.წ. „ანტიმაჰმადიანურ პოლემიკას“, რომელიც დღეს უკვე მეცნიერთა ნაწილის მიერ თეოდორე აბუკურას ავთენტურ შრომად აღარ მიიჩნევა.

ელ-ფოსტა: ninomgebrishvili@gmail.com