პანტელეიმონ სოხაძე

პანტელეიმონ სოხაძემ 2017 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასირიოლოგიის სამაგისტრო პროგრამა. 2017 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულებით. ძირითად საკვლევ სფეროს წარმოადგენს შუამდინარეთისა და ირანის უძველესი მოსახლეობის ენები და ვიზუალური ხელოვნება (გლიპტიკა). 2018 წელს ტუშას უნივერსიტეტში (იტალია) იკვლევდა ეტრუსკულ ენასა და ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებს. 2019 წელს DAAD-ის სტიპენდიით იმყოფებოდა ვიადრინას უნივერსიტეტში (ფრანკფურტი (ოდერი), გერმანია), სადაც ლინგვისტიკისა და მიგრაციის კათედრაზე იკვლევდა შუამდინარეთისა და ზაგროსის მთიანეთის უძველესი მოსახლეობის გადასახლებების ისტორიას.

ელ-ფოსტა: pante.sokhadze@gmail.com