თამარ ნამგლაძე

თამარ ნამგლაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი (სადოქტორო პროგრამა – კულტურის კვლევები). მისი საკვალიფიკაციო ნაშრომის თემაა: „იდენტობის პოლიტიკა საბავშვო მხატვრულ ლიტერატურაში (საბჭოთა კავშირი 1938 – 1964)“.
თამარ ნამგლაძე აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. მისი კვლევის სფეროებია: იდეოლოგიის ზეგავლენა იდენტობის ფორმირებაზე, კროსკულტურული კვლევები ლიტერატურასა და მითოლოგიაში.

ელ-ფოსტა: t_namgladze@yahoo.com