ხათუნა ბუსკივაძე

ხათუნა ბუსკივაძემ 2019 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე (ქვედარგი - მასწავლებელთა განათლება, ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგია), 2019 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე (ქვედარგი – ინგლისური ფილოლოგია). ამჟამად ხათუნა ბუსკივაძე მუშაობს როგორც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ინგლისური ენის მოწვეული ლექტორი), იგი არის Cambridge CELTA-ს კვალიფიციური ინგლისური ენის მასწავლებელი.
ხათუნა ბუსკივაძემ Erasmus + -ის მიერ დაფინანსებული აკადემიური პერსონალის გაცვლით პროექტის ფარგლებში ლექციები წაიკითხა (სოციოლინგვისტიკა) პოლონეთისა და ესტონეთის უნივერსიტეტებში. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში. არის რამდენიმე სტატიის ავტორი.

ელ-ფოსტა: buskivadzekhatuna@gmail.com