ირინა ჯავახაძე

ირინა ჯავახაძემ 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1999 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „ქართული აგიოგრაფიული ნაწარმოებების სიუჟეტურ-კომპოზიციური მიმართება ნათარგმნ აგიოგრაფიასთან“. ირინა ჯავახაძე ამჟამად მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგის თანამდებობაზე და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

ელ-ფოსტა: Irinola03@yahoo.com