ირინე დემეტრაძე

ირინე დემეტრაძე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. იგი ასწავლის ინგლისური ენის ისტორიას, გრამატიკასა და ლექსიკოლოგიას. მისი კვლევის სფოეროებია: პრაგმატიკა, სემანტიკა, სოციოლინგვისტიკა, თავაზიანობის თეორია, სამეტყველო ეტიკეტი, ფატიკური კომუნიკაცია, კულტურული განსხვავებანი, კულტურათაშორისი კომუნიკაცია, კულტურული შოკი, სახის შენარჩუნების სტრატეგიები. ირინე დემეტრააძე ავტორია მონოგრაფიისა „ბრიტანულ-ქართული ყოფითი თავისებურებანი და თავაზიანობის ნორმები“ და ასევე - არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა. იგი მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

ელ-ფოსტა: irinad72@hotmail.com