ირინე საგანელიძე

ირინე საგანელიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, მუშაობს კულტურის კვლევების მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომის თემაა „ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის მხარდაჭერა და სახელმწიფო მიდგომები. 2009-2019 წლები“. სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს 5 სტატია; მონაწილეობდა კონფერენციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მუშაობს ეთნიკური უმცირესობების, მხარდაჭერისა და სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით; მონაწილეა სამეცნიერო-კვლევითი პროექტისა: ,,ქსოვილი საქართველოდან“ (2018 წ. Europa Nostra–ს გამარჯვებული).
2012 წლიდან დღემდე ირინე საგანელიძე კულტურის მიმართულებით უცხოეთში განხორციელებული 20-მდე სახელმწიფო პროექტის, მათ შორის, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურული პროგრამის კურატორი.

ელ-ფოსტა: irinesaganelidze@yahoo.com