ეკა ორაგველიძე

ეკა ორაგველიძე დაიბადა 1981 წელს. 1999-2003 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 2005 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით. მისი სამაგისტრო ნაშრომი იყო „თვითშემეცნების საკითხი დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მიხედვით“. 2017 წელს ეკა ორაგველიძემ ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის (ქვედარგი – ქართული ლიტერატურის ისტორია) სადოქტორო პროგრამაზე. 2022 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი – „თვითშემეცნების პრობლემა და „დავითიანის“ არქიტექტონიკა“.

ელ-ფოსტა: Eka.oragvelidze389@hum.tsu.edu.ge