ეკა ორაგველიძე

ეკა ორაგველიძე დაიბადა 1981 წელს. 1999-2003 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 2005 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით. მისი სამაგისტრო ნაშრომი იყო „თვითშემეცნების საკითხი დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მიხედვით“. 2017 წლიდან დღემდე ეკა ორაგველიძე სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თვილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფილოლოგიის (ქართული ლიტერატურის ისტორია) მიმართულებით. ამჟამად მუშაობს დისერტაციაზე „თვითშემეცნების პრობლემა და „დავითიანის“ არქიტექტონიკა“.

ელ-ფოსტა: Eka.oragvelidze389@hum.tsu.edu.ge