სალომე ჯამბურია

სალომე ჯამბურია არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 2017 წლის კონკურსის გამარჯვებული. აქვს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მაგისტრის ხარისხი კულტურული მემკვიდრეობის კვლევებში, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები არქეოლოგიაში. აქვს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის 8 წელზე მეტი ხნის გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ისე – საერთაშორისო ინსტიტუტებში. მისი საერთაშორისო გამოცდილება დაკავშირებულია კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან როგორებიცაა: UNESCO-ს მრჩეველთა ორგანო – ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო (ICOMOS) პარიზში, ინგლისის მემკვიდრეობა (English Heritage) ლონდონში, კემბრიჯის არქეოლოგიური სამსახური (Cambridge Archaeological Unit) კემბრიჯში, დიდ ბრიტანეთში. ამჟამად, ის მუშაობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის დეპარტამენტში.

ელ-ფოსტა: salomejamburia.sj@gmail.com