ნინო ქობალია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების ბაკალავრი და მაგისტრი. ამჟამად იგი არის ამავე უნივერსიტეტის არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. საკვალიფიკაციო ნაშრომი: წინარეანტიკური ხანის ოქრომჭედლობა კოლხეთში.
დასაქმებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშას სახელმწიფო მუზეუმის ძირითად ფონდში კურატორის თანაშემწის პოზიციაზე.
2007 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, ექსპედიციებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში.

ელ-ფოსტა: n.kobalia@gmail.com