მაია ლომია, რამაზ ქურდაძე, ნინო ჭუმბურიძე, ქეთევან მარგიანი

მაია ლომია არის ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანი-ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასო-ცირებული პროფესორი. მ. ლომიამ ცალკე გამოაქვეყნა 1 მონოგრაფია: ჰიპოტაქსის საკითხები მეგრულში, 235 გვერდი, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2005, ხოლო 3 მონოგრაფია ‒ თანაავტორებთან ერთად: მეგრულის ლინგვისტური ანალიზი, 698 გვერდი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2010; ინტერლინეარული მორფემული გლოსირება (მეგრული ტექსტების მორფოლოგიური ანალიზი), ნაწილი I, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 168 გვერდი, თბილისი, 2012; ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში, 498 გვერდი, გა-მომცემლობა „ინოვაცია“, თბილისი, 2015. მეცნიერული ინტერესების სფერო: ქართველური ენების ტიპოლოგია, ლექსიკოგრაფია, კომპიუტერული ლინგვისტიკა.

რამაზ ქურდაძე არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1983 წელს დაამთავრა გორის სახელ-მწიფო პედინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1983-1986 წლებში სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში. 1987 წელს აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ენის ქართლური დიალექტის ლიახვისა და ფრონის ხეობათა ქართლური“, ხოლო 1999 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ხმოვანმონაცვლე ზმნები თანამედროვე ქართულში“. არის 3 მონოგრაფიისა და ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 2 მონოგრაფიის კი –თანაავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართული ზმნა; ქართული დიალექტოლოგია; ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების საკითხები; ქართული ჟარგონი.

ნინო ჭუმბურიძე არის ფილოლოგიის დოქტორი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიე-რების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1981 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მქონებლობისა და უქონლობის აფიქსები ქართულ ენაში“. არის 2 მონოგრაფიის თანაავტორი და ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართული სიტყვაწარმოება, ქართული დიალექტოლოგია, პირველი ენის ათვისების საკითხები.

ქეთევან მარგიანი არის ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმა-ნიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. ქ. მარგიანმა გამოაქვეყნა 2 მონოგრაფია: ევიდენციალობის კატე-გორია სვანურ ენაში, 316 გვერდი, გამომცემლობა „გლობალ პრინტი+“, თბილისი, 2012 და ზემოსვანურ დიალექტთა მორფოსინტაქსური ანალიზის ზოგი ასპექტი (ენგურისა და კოდორის ხეობათა მოსახლეობის მეტყველების მიხედვით), 252 გვერდი, გამომცემლობა „მწიგნობარი“, თბილისი, 2008-2009. მეცნიერული ინტერესების სფერო: ქართველური ენების ტიპოლოგია, ლექსიკოლოგია, ზოგადი ენათმეცნიერება.

ელ-ფოსტა: ramaz.kurdadze@tsu.ge