ნინო მგალობლიშვილი

ნინო მგალობლიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (თსსა) დიზაინის ფაკულტეტი; არის თსსა პროფესორი, დიზაინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მოდის დიზაინის მიმართულების უფროსი; ამასთანავე, – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების პროგრამის დოქტორანტი, დასრულებული აქვს სადოქტორო დისერტაცია მოდის თეორიის პრობლემებზე; ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო-მეთოდურ მუშაობას; არის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი დიზაინ-განათლების კონცეფციის, არაერთი აპრობირებული ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და ლექციათა კურსის ავტორი და წამყვანი, მათ შორის მისი საავტორო სალექციო კურსი „ვიზუალური მერჩენდაიზინგი“ პირველია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში; არის შემოქმედებითი და საგანმანათლებლო საერთშორისო პროექტების ინიციატორი და ხელმძღვანელი; კონსულტანტ-რედაქტორი შემეცნებით-საგანმამათლებლო წიგნისა „მოდა. ილუსტრირებული ისტორია“ (2013, 357 გვერდი), 30 პუბლიკაციის ავტორი; სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; აქვს შემოქმედებით პერსონალური გამოფენები.

ელ-ფოსტა: nino.mgaloblishvili@art.edu.ge