ეკა კვირკველია

ეკა კვირკველია დაიბადა 1985 წელს. 2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ფილოლოგიის მიმართულებით (ბაკალავრიატი), ხოლო 2009 წელს - ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა (ძველი ქართული ენისა და ხელნაწერთმცოდნეობის სპეციალობით) და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2010 წლიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ბიბლიის ფილოლოგიის პროგრამის დოქტორანტია. მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე: "ოთხთავის ათონური რედაქციის ჩამოყალიბების ისტორია".

სამეცნიერო ინტერესების სფერო: ძველი ქართული ენა, ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ახალი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტოლოგია.

ელ-ფოსტა: eka.kvirkvelia@tsu.ge