თეა წითლანაძე

თეა წითლანაძემ 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს ისტორიული ფაკულტეტი სპეციალობით – მედიევისტიკა. 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „აბატი სიუჟე – XII საუკუნის საფრანგეთის დიდი სახელმწიფო მოღვაწე და მემატიანე“. არის რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და 30-ზე მეტი სამეცენიერო სტატიის ავტორი. მუშაობს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად. მონაწილეობს არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებსა და კონფერენციებში.

ელ-ფოსტა: tea.tsitlanadze@tsu.ge