ვახტანგ შამუგია

ვახტანგ შამუგიამ 2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების პროგრამა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის კონფლიქტების მართვისა და ანალიზის მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე. 2014 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი „რელიგიის როლი კავკასიურ კონფლიქტებში“. 2014 წლიდან დღემდე გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. 2017 წელს მისი ავტორობით გამოიცა წიგნი „დნესტრისპირეთის კონფლიქტი“.

ელ-ფოსტა: shamo92@mail.ru