ნანა გონჯილაშვილი

ნანა გონჯილაშვილი დაიბადა 1965 წელს. 1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1987-1990 წლებში სწავლობდა თსუ-ს ასპირანტურაში. 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - „წმინდა ნინოს ცხოვრების პარაადიგმული სახეები“. 1991 წლიდან მუშაობს თსუ-ში, ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალობით; 2006 წლიდან დღემდე – ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სტატუსით. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, არის 60-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი.

ელ-ფოსტა: nanagonjilashvili@yahoo.com