ხათუნა თუმანიშვილი

ხათუნა თუმანიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი, დაიბადა 1964 წელს. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (არაბული ფილოლოგია). 1989-1990 წლებში სტაჟირება გაიარა სირიის არაბულ რესპუბლიკაში (ქ. დამასკო, არაბული ენის სწავლების ინტიტუტი უცხოელთათვის). 1990–1991 წლებში იყო დამასკოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბული ფილოლოგიის მიმართულების ( არაბული ენა და ლიტერატურა) სასწავლო კურსების მსმენელი. 2005 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ანდაზის ზოგადი თეორიის საკითხები სირიულდიალექტოვანი არაბული მასალის ანალიზის შუქზე“.
ხათუნა თუმანიშვილი არის 40 – მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: პარემიოლოგია და არაბული ფოლკლორი; არაბული და ქართული პარემიების შედარებითი ანალიზი.

ელ-ფოსტა: khatu64@yahoo.com