ნანა ხახუტაიშვილი

ნანა ხახუტაიშვილი დაიბადა 1962 წელს . 1979-1984 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ("ქართული ლექსიკა რუსულ ლექსიკოგრაფიაში») და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნი¬ერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1998 წელს _ სადოქტორო დისერტაცია ("საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამის ენის სტრუქტურული და სემანტიკური თავისებურებები") და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2001 წელს ნანა ხახუტაიშვილს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. იგი არის რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტში.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: თარგმანმცოდნეობა; რუსული ენის სწავლების მეთოდიკა.

ელ-ფოსტა: nanadok62@list.ru