ლერი თავაძე

ლერი თავაძე დაიბადა სამტრედიაში 1984 წლის 23 იანვარს. 2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი), ხოლო 2007 წელს იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2008 წლიდან თსუ დოქტორანტია. 2009-2010 წ. წ. სწავლობდა ანჟეს უნივერსიტეტში (საფრანგეთი). მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე: „მართლმადიდებელი იმპერიის იდეა და საქართველო: ნარკვევები აღმოსავლეთ ევროპის საინტეგრაციო ზონის ისტორიიდან XII–XV ს.ს.“ იგი არის 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი. მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტად.

სამეცნიერო ინტერესის სფერო: საქართველოს ანტიკური და შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები; მედიევისტიკა; ბიზანტიოლოგია; წყაროთმცოდნეობა.

ელ-ფოსტა: lerytavadze@gmail.com