დავით ბარბაქაძე

დაიბადა 1966 წელს. 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. 1992–1994 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1991–2001 წლებში, როგორც მიწვეული პედაგოგი, სალექციო კურსებს კითხულობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ეკონომიკურ ინსტიტუტ „გაენათში“, თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში.
2002–2005 წლებში მიუნსტერის უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიასა და ძველ ისტორიას.
2011 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტი.

ელ-ფოსტა: datobarbakadse@gmail.com