ნატალია ბასილაია თეა ფუტკარაძე

ნატალია ბასილაია
დაიბადა 1946 წელს. დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1972 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1990 წელს - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (რუსისტიკის ინსტიტუტი).
ნატალია ბასილაია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

თეა ფუტკარაძე
დაიბადა 1971 წელს. დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტის სინქრონული თარგმანის უმაღლესი კურსები. 1997 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 2004 წელს - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
თეა ფუტკარაძე 55-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

ელ-ფოსტა: tea.phutkaradze@gmail.com; natabasilaia@rambler.ru