გიორგი მელაძე

გიორგი მელაძემ 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური განყოფილება. 1994 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ 8 ტომის (ასოები C – L) უფროს რედაქტორად, ტერმინოლოგიური კომისიის თავმჯდომარედ. არის „ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონის“ (2010), „ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონის“ (2013) ერთ-ერთი შემდგენელი. 2010 წლიდან არის „დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის“ უფროსი რედაქტორი, თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, საგრანტო პროექტებში.

ელ-ფოსტა: meladzegeorge@yahoo.com