თინათინ მარგალიტაძე, გიორგი მელაძე

მარგალიტაძე თინათინი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიის ცენტრის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსუ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ ბეჭდური გამოცემის 14 ტომისა და ლექსიკონის ონლაინ-ვერსიის მთავარი რედაქტორი და გამომცემელი, „ინგლისურ-ქართული სამხედრო ელექტრონული და ონლაინ-ლექსიკონის“ რედაქტორი, „დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (მთ. რედაქტორი დონალდ რეიფილდი). ევროპის ლექსიკოგრაფიის ასოციაციის (EURALEX) მმართველი საბჭოს წევრი, ლექსიკოგრაფიაში ბათუმის ორი საერთაშორისო სიმპოზიუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი.

მელაძე გიორგი

გიორგი მელაძემ 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური განყოფილება. 1994 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ 8 ტომის (ასოები C – L) უფროს რედაქტორად, ტერმინოლოგიური კომისიის თავმჯდომარედ. არის „ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონის“ ერთ-ერთი შემდგენელი (2010). 2010 წლიდან არის „დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის“ უფროსი რედაქტორი, თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, საგრანტო პროექტებში.

ელ-ფოსტა: tinatin@margaliti.ge; meladzegeorge@yahoo.com