ზაზა ხინთიბიძე

დაიბადა 1963 წელს. 1985 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1988 წელს - ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურის განყოფილება კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით. იმავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სტრუქტურული სიმეტრიის პრინციპები „ილიადის“ სიმღერათა კომპოზიციაში“. 1989 წელს მუშაობა დაიწყო თსუ-ში მასწავლებლად. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ჰომეროსი და რუსთველი. კომპოზიციური ორგანიზაციის ჰომეროსისეული პრინციპები და ეპიკური ტრადიცია“. არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია, წიგნი და სახელმძღვანელო, აგრეთვე, 30-მდე სამეცნიერო სტატია.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: კლასიკური ფილოლოგია, კერძოდ, ანტიკური ლიტერატურის ისტორია, აგრეთვე, რუსთველოლოგია, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა და ქართული ენის უცხოელთათვის სწავლების მეთოდოლოგია.

ელ-ფოსტა: zaza.khintibidze@tsu.ge